ლევან მახაშვილი: ბრიუსელში ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება

„ბრიუსელში ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბრიუსელთან ურთიერთობას.

„ეს არის გამორჩეული ვიზიტი. ეს არის ერთგვარი დასაწყისი იმ გზის, ყინულის ლღობის პროცესის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა. საზოგადოებამ იცის, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად არაერთი ვიზიტი გაიმართა, მათ შორის ბელგიაში, მაგრამ ამჯერად, უმაღლეს დონეზე შედგება ორმხრივი ვიზიტი. ორმხრივი ურთიერთობების გარდა, რაც ჩვენ გვაკავშირებს ბელგიასთან, ლუქსემბურგთან, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბრიუსელთან ურთიერთობას, რადგან მეტწილად, ეს ურთიერთობები განისაზღვრება ხოლმე საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებითაც.

ჩვენ იმ პრობლემატიკაზე ვისაუბრებთ, რამაც შეაფერხა და გააფუჭა საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობები. ვიხედებით წინ, ბელგიის და ლუქსემბურგის მხარეს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ურთიერთობების ხელახლა აღდგენას. ჩვენ ერთმანეთს კარი არ უნდა დავუხუროთ და ვისაუბროთ იმაზე, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790073516

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტე...

მეგის ქარდავა

1790072091

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩ...

სამართალდამცველები

1790071268

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს გაცხადებული და მცდელობაა, რომ ამაში ხინჯი როგორღაც შეიტანონ და მიზანმიმართულად შელახონ ევროკავშირის იმიჯიც

„არ ვიცი, ნიკა გვარამიას რა მოტივი ამოძრავებს, თუმცა ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც თავს პოლიტიკოსს უწოდებს და ვისაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მსგავსი სახის განცხადებები მიუღე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790070653

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს

„მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ, რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს“, - ასე...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790070363

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება

„ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები...

მარიამ ქვრივიშვილი