კახა კალაძე: ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებით თავიანთი ინტერესები გააჩნიათ.
„ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არ უნდა მივაქციოთ იმ განცხადებებს ყურადღება, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მოდის ევროპული ბიუროკრატიიდან და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუითაა გაჯერებული. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არა საჩვენო. ჩვენ ამ ყველაფერს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს, უსაფრთხოებას, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, ევროპარლამენტი აკეთებს იმავეს, რასაც საქართველოში აკრიტიკებენ.
„ის, რასაც ჩვენ გვიშლიდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება აღნიშნული კანონების მიღებაო, დღეს თვითონ იღებენ და ამკაცრებენ კანონს, რათა გამჭვირვალე იყოს ყველაფერი. ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ გამჭვირვალე იყოს პროცესები. ზოგიერთი ევროპარლამენტარი რომ გამოდის და ამბობს, სხვა გზებს ვეძებთ და შავ ხვრელებს, როგორ შემოვიტანოთ ფული საქართველოშიო, ეს არ გვინდა ზუსტად. შენ დალოცვილო, თუ კარგ საქმეს აკეთებ, რა გაქვს დასამალი? ხომ უნდა იყოს გამჭვირვალე ყველაფერი? მეორე იყო ოჯახური ღირებულებების თემა. ესეც ხომ მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის? თუ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა გამოდის? - ოჯახური ღირებულებების საკითხიც არ არის მისაღები მათთვის და უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვეუბნებიან. ეს უკვე ჩვენთვის არაა მისაღები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიღებულ კანონებს ეხებოდა.
„ბატონმა ფიშერმა თავი დაანებოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და მიხედოს თავის საქმეს, თავის ქვეყანას. ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითია. ელჩი დავარქვა, თუ რა დავარქვა, არ ვიცი ამ ადამიანს, თავისი ქმედებებით ელჩის გარდა ყველაფერია. საზოგადოებამ განსაჯოს ყველაფერი, რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1764311714
მსოფლიოაშშ 19 ქვეყნიდან მიღებული მიგრანტების გრინ-ქარდებს გადაამოწმებს
შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ხელმძღვანელმა ჯოზეფ ედლოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის უწყებას დაავალა, ჩაატაროს „სრულმასშტაბიანი და საფუძვლიანი ხე...
1764311070
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
28 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც მზიანი დღ...
1764308967
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, გაბედეს მსგავსი რეზოლუციის მიღება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის რეგულაციებს ამკაცრებს. მისი შეფასებით, ეს ფაქტი მისასალმებელია. „მისას...
1764307260
ახალი ამბებიპუტინის განცხადებით, ყირიმისა და დონბასის სტატუსი მოლაპარაკების საკვანძო საკითხი იქნება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ყირიმისა და დონბასის სტატუსი საკვანძო საკითხი იქნება. „იურიდიული შეკითხვა მაქვს: შტატების გეგმაში ნა...
1764305398
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას
„ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მა...































