ეროვნულ სასახლეში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა
ეროვნულ სასახლეში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ალბომი ნინო თორაძემ, შორენა შავერდაშვილმა და ნიკოლოზ წულუკიძემ წარუდგინეს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად დაესწრო.
„სასიხარულოა, რომ ლიანა ასათიანის შესახებ საიუბილეო ალბომი გამოიცა. მოგეხსენებათ, ლიანა ასათიანი და თორაძეების ოჯახი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია; შესაბამისად, ეს წიგნი მხოლოდ ერთი ხელოვანის ბიოგრაფია კი არა, მთელი ეპოქისა და იმ ადამიანების ისტორიაა, რომლებმაც ქართული კინოსა და მუსიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საიუბილეო ალბომი ლიანა ასათიანის პირად ჩანაწერებს, თორაძეების ოჯახურ არქივს და საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციაში დაცულ ფოტომასალას, ასევე, მსახიობის წერილების, ჩანაწერებისა და ინტერვიუების ფრაგმენტებს მოიცავს.
ლიანა ასათიანის შემოქმედებითი ბიოგრაფია ქართული კინემატოგრაფის ოქროს ხანას და მარჯანიშვილის თეატრის სცენას უკავშირდება. ალბომში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მსახიობის შვილს, პიანისტ ლექსო თორაძეს.
საიუბილეო ალბომის გამომცემელია შორენა შავერდაშვილი, შემდგენელი - ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო ტექსტობრივ მასალაზე თეატრმცოდნე ლელა არაბიძემ იმუშავა.
ღონისძიება „თორაძეების ფონდისა“ და შორენა შავერდაშვილის გამომცემლობის ორგანიზებით გაიმართა.
1783693728
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულაზე: ისინი მიიჩნევენ, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება
„ისინი მიიჩნევენ, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ...
1783693090
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად
ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატ...
1783692617
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ქართული საზოგადოებისთვის „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია
„ეს პარტია არის აბსოლუტურად გაკოტრებული. არანაირი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ესაუბრონ, საზოგადოების წინაშე გამოვიდნენ, ილაპარაკონ, მათ არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტური...
1783691047
ახალი ამბებიზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ
„ძალიან გთხოვთ, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ“, - ასე მიმართა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე საკრებუ...
1783689613
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: დიდი ხანია, გვარამია ამბობს, გარეთ სანქცია, შიგნით აქციაო, ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, ვიღაც რომ აგენტს დაუძახებს, მათ მცდელობებს შედეგი არ ექნება
გვარამია ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, რომ ვიღაც უსამშობლოს ან აგენტს დაუძახებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს გ...






























