„ეს ბიჭი – რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება, რელსებიდან გავიდა“ - შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილზე

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი “რელსებიდან გადავიდა”.

ბილდტი „ტვიტერზე“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აზიარებს, სადაც საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ „კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს“.

„ეს ბიჭი – მე ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე – რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”,- წერს ბილდტი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარლ ბილდტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული. როგორც პრემიერმა პარლამენტში, მოხსენებისას აღნიშნა, მან ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების ვინაობა იცის და ასეთებად ღარიბაშვილმა  შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დაასახელა.

„ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები მაქვს. ყველაზე ყველაფერს გეტყვით. ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ბათუმში ქალი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

🔵 სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისის შესახებ საჩივარი წარმოებაზე მიიღო

🔵 ექიმი ზაზა თელია სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790529939

ახალი ამბები

იონათამიშვილი პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!

 „თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...

რატი იონათამიშვილი

1790527143

ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...

ღონისძიება

1790523869

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...

პენიტენციური სამსახური

1790520378

ახალი ამბები

ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...

ოთარ კიტეიშვილი

1790518047

ახალი ამბები

შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული

 „მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...

შიო მესამე