"ეს იმიტომ ხდება ძვირფასო ელჩო, რომ მთლიანად ატლანტიკური დასავლეთი საქართველოში 30 წელია ეყრდნობიან და მხარს უჭერენ მმართველ პერსონებს იგივე შევარდნაძე–სააკაშვილ—ივანიშვილს და მათგან დანიშნულ ვაი–ოპოზიციებს"
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის ინტერვიუს ეხმაურება და წერს:
"ეს იმიტომ ხდებოდა და ხდება ძვირფასო ელჩო, რომ მთლიანად ატლანტიკური დასავლეთი საქართველოში 30 წელია ეყრდნობიან და მხარს უჭერენ მმართველ პერსონებს იგივე შევარდნაძე–სააკაშვილ—ივანიშვილს და მათგან დანიშნულ ვაი–ოპოზიციებს, ხოლო როდესაც ისინი ანადგურებდნენ, სპობდნენ და აცამტვერებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის ყველაზე კლასიკურს ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ლეიბორისტულს, თქვენ ან ხმას არ იღებდით ან უარესი ეხმარებოდით ამ საქმიანობაში.
თქვენგან დაგრანტებული არასამთავრობოები, თქვენი დიპლომატები იყვნენ და რჩებიან ყველა რეჟიმის ლობისტებად და მათ მიერ გაყალბებული არჩევნების გამთეთრებლებად.
ყველაფერ ამაზე უახლოეს ხანში გამოქვეყნდება ჩემი ანალიზი დეტალურად", - აცხადებს ნათელაშვილი.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა:
"დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს.
უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არცერთ ოლიგარქს არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს.
ასე რომ, დეოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე.
მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები.
საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას.
ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა".
ასევე დაგაინტერესებთ:
* რა ეღირება ხვალ დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი? - ვალუტის კურსი
1790618634
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა – 0:0. ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ რამაზ სვანაძემ გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელი...
1790616558
მსოფლიორომის პაპი: აუცილებელია მოთმინებით აღჭურვილი დიალოგის წარმართვა, მოლაპარაკებებისას სიმამაცის გამოჩენა და მზადყოფნა გარკვეული პოზიციების დასათმობად ევროპაში მშვიდობისთვის
„აუცილებელია მოთმინებით აღჭურვილი დიალოგის წარმართვა, მოლაპარაკებებისას სიმამაცის გამოჩენა და მზადყოფნა გარკვეული პოზიციების დასათმობად ევროპაში მშვიდობისთვის“, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ ს...
1790615294
ახალი ამბებიწყნეთში ჯავახიშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად წყნეთში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას გრუნტის გზით სა...
1790613075
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით - ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია
ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა...
1790612535
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება
მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და კეთილდღეობის მინისტრს არსენ ტოროსიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის შ...































