ირაკლი კობახიძე: კოპენჰაგენში რაც ვიხილეთ, არ იყო ცალკეული სამართალდამცველების გადაცდომა, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც გამართლება ვერ ექნება

რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცველების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფაქტს ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება.

„ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან აშკარაა. მე არ მექნებოდა პასუხის მოლოდინი, გამომდინარე იქიდან, რომ საპასუხო მათ არაფერი აქვთ. ისინი სინამდვილეში ძალიან კარგად აცნობიერებენ იმ უკუსვლას, რომელიც ჩანს მთელი ევროკავშირის მასშტაბით და მათთვის ეს უკუსვლა არის ნორმალური მოვლენა. ეს არის ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება.

რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცველების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ისინი პასუხს არ სცემენ მათთვის უხერხულ კითხვას. ეს კითხვა არის მათთვის ძალიან უხერხული და ბუნებრივია, მათ უჭირთ და არ შეუძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია“, - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779168988

ახალი ამბები

სამხარაძე: საქართველო და ჩინეთი თანხმდებიან, რომ საერთაშორისო სამართალი პრინციპების აღიარება და ამ პრინციპების დაცვა არის მსოფლიოში წესრიგის დამყარების მთავარი ამოსავალი წერტილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეხვედრებზე საქართველო ოკუპაციის საკითხი განიხილეს და ტერიტორიული მთლიანობი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1779166957

ახალი ამბები

მახაშვილი სიძულვილის ენის მონიტორინგზე: ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში დიალოგის კულტურას ხელი შევუწყოთ

ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგის კულტურას საზოგადოებაში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხა...

ლევან მახაშვილი

1779165826

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +15 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

ამინდი

1779136955

მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატოს აქვს საშუალებები, რომ კალინინგრადში რუსული ბაზები მიწასთან გაასწოროს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნატო შეძლებს კალინინგრადში რუსული ბაზების სრულად განადგურებას. ამის შესახებ მან შვეიცარიულ გამოცემა NZZ-თან...

კესტუტის ბუდრისმ

1779136214

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, ირანზე 19 მაისს დაგეგმილი თავდასხმა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გააუქმა ირანზე მასშტაბური თავდასხმა, რომელიც, მისი თქმით, 19 მაისს იყო დაგეგმილი, მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურის მოკავშირეებმა დაარწმუნეს, რომ თეი...

დონალდ ტრამპი