ვატო შაქარიშვილი პატრიარქის ქადაგებაზე: ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტკიცე სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ქვეყნის მტრების მხრიდან, რადგან პატრიარქის ქადაგება ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს

„ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდა ჩვენი გადაშენების და საქართველოს დამორჩილების მსურველ ძალებს“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ქვეყნის მტრები შეშინდნენ და აამუშავეს სრულიად აგენტურული ქსელი, შესაბამისად, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს პატრიარქის სიტყვა რამენაირად ეხებოდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს და ამ ცრუ მოტივით შიო მესამეს თავს ესხმიან.

„წლევანდელი 17 მაისის საოცარი შეკრების გვირგვინი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ქადაგება იყო. სიამაყისა და იმედის განცდა დამეუფლა, როდესაც სამების ტაძრის კიბეებზე ათიათასობით ადამიანთან ერთად, უწმინდესის სიტყვას ვუსმენდი. ამავდროულად, ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტკიცე - ქართულ, ქრისტიანულ სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნის მტრების მხრიდან, რადგან ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდა ჩვენი გადაშენების და საქართველოს დამორჩილების მსურველ ძალებს. პატრიარქის ქადაგებამ ბევრ კითხვას გასცა პასუხი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გასაგონად მკაფიოდ გამოხატა ერისა და ბერის საერთო სათქმელი, რომ არ იქნება უკან დახევა, სადაც საქმე ეხება - ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს, უდიდესი ისტორიის, მდიდარი კულტურის მქონე ერის გადარჩენას და მის მომავალს, ერის, რომელმაც საუკუნეების მანძილზე არაერთი იმპერიის შემოსევა, ბატონობა და ნგრევა გამოიარა, თუმცა საკუთარი იდენტობა, ენა და სახელმწიფოებრიობა დღემდე მოიტანა. სწორად შეშინდნენ და აამუშავეს სრულიად აგენტურული ქსელი, აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებენ თითქოს პატრიარქის სიტყვა რამენაირად ეხებოდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს და ასე, სიცრუით და სიბინძურით ესხმიან თავს. გადახედეთ თუ ვინ წერს, ვინ ლაპარაკობს, ვინ აქტიურობს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით რამდენად ზუსტი, დროული და საჭირო იყო ის, რაც უწმინდესმა ბრძანა ჩვენთვის ამ საკრალური მნიშვნელობის დღის შემაჯამებლად. ისინი ბრძოლას და მტრობას არ შეწყვეტენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვინც 17 მაისის ამ დიდი ფიზიკური და სულიერი ერთობის ნაწილია, ზუსტად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ვერაფერს გახდებიან!“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779172371

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: გახარიას პარტიაში, გარდა იმისა, რომ იდეოლოგიურ, მორალურ, სინდისობრივი კრიზისია, ამ სბროდს კიდევ ერთი საერთო ნიშანთვისება აერთიანებთ - ტოტალური გაუნათლებლობა და გოიმობა, გოიმების ჩამონათვალში კი მოწინავეთა რიგებს იკავებს ქალბატონი ფილფანი

ტელეკომპანია რუსთავი -2-ის დებატებში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე და გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შესახებაც ექსპერტი დავით...

დავით ჩიხელიძე

1779170875

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა. ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) პეკინში მდებარე საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც...

შალვა პაპუაშვილი

1779168988

ახალი ამბები

სამხარაძე: საქართველო და ჩინეთი თანხმდებიან, რომ საერთაშორისო სამართალი პრინციპების აღიარება და ამ პრინციპების დაცვა არის მსოფლიოში წესრიგის დამყარების მთავარი ამოსავალი წერტილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეხვედრებზე საქართველო ოკუპაციის საკითხი განიხილეს და ტერიტორიული მთლიანობი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1779166957

ახალი ამბები

მახაშვილი სიძულვილის ენის მონიტორინგზე: ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში დიალოგის კულტურას ხელი შევუწყოთ

ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგის კულტურას საზოგადოებაში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხა...

ლევან მახაშვილი

1779165826

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +15 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

ამინდი