"გადაცემაში ცენზურის არსებობას უარვყოფთ" - "ახალი კვირა" განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკვირაო გადაცემა „ახალი კვირა“ დახურა.

გადაცემას და მის ჟურნალისტებს  ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფო“ ემუქრებოდა.

თავდაპირველი ინფორმაცია ამის შესახებ, გადაცემის წამყვანმა იმედა დარსალიამ გაავრცელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ამჯერად გადაცემა "ახალი კვირის" გუნდი აკეთებს:

"გადაცემა „ახალი კვირა“ ოთხი წელია, პირველი არხის ეთერშია.

ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ყოველთვის პრობლემურ და აქტუალურ თემებს ეხებოდა, ჩვენთვის პრიორიტეტი ხალხის პრობლემების ობიექტურად გაშუქება და საზოგადოების ინტერესების დაცვაა.

„ახალი კვირის“ გუნდისთვის ღირსების საკითხია, ობიექტურად და მიუკერძოებლად გავაშუქოთ ნებისმიერი თემა, რაზეც ჩვენი რეპორტაჟები ნათლად მეტყველებს.

გადაცემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ „ახალი კვირის“ გუნდი 2018 წლიდან პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით მუშაობს – დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში.

შესაბამისად, გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ, უარვყოფთ.

თამარ გოგესაშვილი

თამარ ოდიშარია

ნინუცა კახნიაური

ბელა ზაქაიძე

ანა ნოდია

ნატა ტაბიძე

ოთარ გიორგაძე

ანუკი მასხარაშვილი",- აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „ახალი კვირა“ აღარ გადის. მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა ყოველგვარი განმარტების გარეშე, რეორგანიზაციის საბაბით  დახურა.

ამავე თემაზე:

📍„ძალიან არ მინდა გადაცემის შეჩერება დავუკავშირო მუქარებს, რაც „ალტ-ინფოს“ ლიდერებისგან მოდიოდა“ - იმედა დარსალია

📍საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები, ცდილობდნენ კონკრეტული თემები დაებლოკათ - იმედა დარსალია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791871913

მსოფლიო

დავით მათიკაშვილი: 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია. ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა

„არა 20, არამედ 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ამ რესურსის მო...

დავით მათიკაშვილი

1791869680

საზოგადოება

მახაშვილი: ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ ევროკავშირი ჩიხში შეიყვანა - მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების

მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების, როცა ამისთვის იქნება ევროკავშირის მზად, იციან სად უნდა იპოვონ საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა ევროპასთან ინ...

ლევან მახაშვილი

1791868481

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე: ასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას

„უტიფარი განცხადებები, რომელიც ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს. ირაკლი კირცხალიამ ყუ...

ირაკლი კირცხალია

1791867385

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ოქტომბერს საქართველოში

13 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამ...

ამინდი ამინდი

1791838614

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნამოხვანჰესის“ მაგალითი არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ არასამთავრობო სექტორის საქმიანობასა და უცხოურ დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით უცხოელების მ...

შალვა პაპუაშვილი