საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - „შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია“
საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.
ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე.
დასძენთ იმასაც, რომ ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.
შესაბამისად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას.
ვფიქრობთ, მხოლოდ დროული და კოორდინირებული თანამშრომლობით არის შესაძლებელი ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო დაცვა და შენარჩუნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1790256392
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა, ჩვენგან ადეკვატური და არგუმენტირებული პასუხები მოისმინეს
„ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეხ...
1790255446
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია – „თავს იდეალურად ვგრძნობ, გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ“
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან „უეფას“ ერთა ლიგის შეხვედრის შესახებ „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა. „ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია...
1790255095
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6218 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1790254603
ახალი ამბებილევან მახაშვილი – საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ
„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. გრძელი და საქმიანი პროცესი იქნება, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დ...
1790253770
ახალი ამბებიქართველიშვილი: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში, პარალელურად სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს
„დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ შიშველი ნახოთ - გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუს...





























