თემურ დადიანი ჰენრი ვორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარალიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილეს თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit Awards) პირველი დაჯილდოების ფარგლებში, ჰენრი ვორსლის ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული ჯილდო ენიჭება ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი მიღწევების გზაზე განსაკუთრებული სიმტკიცე და შეუპოვრობა გამოავლინა, დაეხმარა სხვებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში, დაძლია სირთულეები და ხელი
შეუწყო სპორტის განვითარებას, როგორც რეაბილიტაციის საშუალებას.
ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სამსახურისას მიღებული მძიმე დაზიანებების შემდეგ თემურ დადიანმა სპორტის საშუალებით აღიდგინა ფიზიკური ძალა და ფსიქოლოგიური მდგრადობა. იგი „ძლიერთა თამაშების 2025“ წლის ოქროს მედალოსანია, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია პარამკლავჭიდში გინესის რეკორდი ორჯერ აქვს დამყარებული „აზიდვებში“ და საქართველოს პირველი ზამთრის პარალიმპიელია თხილამურებით შეჯიბრში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ზამთრის რამდენიმე პარალიმპიურ თამაშში.
თემურ დადიანი, როგორც ადაპტირებული სპორტის სპეციალისტი, თანამებრძოლების, მათ შორის მძიმე დაზიანებების მქონე პირების, აქტიური მხარდამჭერია სპორტისა და რეაბილიტაციის პროცესში.
დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 17 სექტემბერს ლონდონში, „სამეფო საზღვაო კოლეჯში“ გაიმართა. ჯილდო თემურ დადიანს სასექსის ჰერცოგმა - პრინცმა ჰარიმ მაქს და ალისია უორსლისებთან ერთად გადასცა.
1790256392
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა, ჩვენგან ადეკვატური და არგუმენტირებული პასუხები მოისმინეს
„ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეხ...
1790255446
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია – „თავს იდეალურად ვგრძნობ, გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ“
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან „უეფას“ ერთა ლიგის შეხვედრის შესახებ „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა. „ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია...
1790255095
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6218 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1790254603
ახალი ამბებილევან მახაშვილი – საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ
„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. გრძელი და საქმიანი პროცესი იქნება, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დ...
1790253770
ახალი ამბებიქართველიშვილი: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში, პარალელურად სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს
„დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ შიშველი ნახოთ - გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუს...





























