რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - გათვალისწინებულია ყველა გადასასვლელის მოპირკეთდება
თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რუსთველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვიდეოჩართვისას განაცხადა, სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია და რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
„სამუშაო პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. პირველ რიგში, მთლიანად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იყო და დიდ პრობლემას წარმოადგენდა როგორც გადაადგილების თვალსაზრისით, ისე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებისთვის. ამ ეტაპზე რაიმე სახის დაბრკოლება არ გვაქვს. სამუშაოები კარგ ტემპში მიმდინარეობს, მუშაობს ყველა შესაბამისი კომპანია. როგორც შეგპირდით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ყველაფერი მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ავარიულ მდგომარეობაშია რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, ოპერისა და ბალეტის თეატრთან და პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებიც და საჭიროებს გამაგრებას.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. ვისაც არ ეზარება, ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს, თუ რაიმე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა. ამიტომ, არ დაუჯეროთ არავის. თუ რაიმე სათქმელი იქნება, ჩვენ ყოველთვის მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მოსახლეობას განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან სამუშაოს და მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციას.
რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელებს, როგორც ოპერის წინ, ისე კლასიკური გიმნაზიის წინ არსებული გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგრების სამუშაოებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა.
„გამზირზე არსებულ ორ მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი დასკვნები, რომელთა საფუძველზეც დავიწყეთ დეტალური პროექტირება. დაწყებულია ასევე წინამოსამზადებელი სამუშაოები.
პროექტის მიხედვით გამაგრდება ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი, რათა უსაფრთხო იყოს და ექსპლუატაციის ვადებს გაუძლოს.
გარდა ამისა, ზედა ნაწილზე მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები, რის შემდეგაც უკვე უშუალოდ გზის მოწყობას დავიწყებთ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
რაც შეეხება კომუნიკაციების მოწყობას, თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, თვის ბოლოს სარეაბილიტაციო ობიექტებზე საკომუნიკაციო კომპანიები დაასრულებენ მუშაობას, რომლის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ თვის ბოლოდან გავლენ ობიექტიდან. ძველიდან ახალ მილებზე გადაერთების სამუშაოები დარჩება, რომელიც საგზაო მიმართულებით შეფერხებას არ გამოიწვევს. ამ პერიოდიდან უკვე სრული მასშტაბით დაიწყება საგზაო მიმართულებით მუშაობა - პირველ ეტაპზე, დარჩენილ მონაკვეთებზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, შემდეგ კი გზის საფუძვლის მომზადება და ბოლო ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება.
პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ ტროტუარებზე - ეწყობა არხები, სადაც შემდეგ კაბელები განთავსდება. დაწყებული გვაქვს გამზირის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოებიც“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
1790256392
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა, ჩვენგან ადეკვატური და არგუმენტირებული პასუხები მოისმინეს
„ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეხ...
1790255446
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია – „თავს იდეალურად ვგრძნობ, გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ“
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან „უეფას“ ერთა ლიგის შეხვედრის შესახებ „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა. „ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია...
1790255095
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6218 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1790254603
ახალი ამბებილევან მახაშვილი – საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ
„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია. გრძელი და საქმიანი პროცესი იქნება, მაგრამ კარგია, რომ ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დ...
1790253770
ახალი ამბებიქართველიშვილი: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში, პარალელურად სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს
„დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ შიშველი ნახოთ - გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუს...





























