გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წელი სრულდება
გალაკტიონ ტაბიძე ქართული პოეზიის/კულტურის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისმა შემოქმედებამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ქართული ენისა და მხატვრული აზროვნების შესაძლებლობები.
2026 წლის 17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წელი სრულდება. გალაკტიონი სოფელ ჭყვიშში (ვანის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. ჭყვიშში დღესაც დგას სახლი, რომელიც ახლა პოეტის სახელობის სახლ-მუზეუმი და რეგიონის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრია.
თანამედროვე ტექნოკრატიული/ვირტუალური ეპოქა საგულისხმო გამოწვევაა პოეზიისთვის - სულ უფრო მეტად იკლებს მისი პოპულარობა და ნაკლებად გააზრებულია მისი მნიშვნელობა. არადა, პოეზია არის ფუნდამენტი ენისა და აზროვნების განვითარებისთვის. მით უფრო, როცა საქმე გალაკტიონ ტაბიძის დარ პოეტს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონ ტაბიძე ყველა ეპოქაში, ყველა თაობისთვის ყველაზე საინტერესო და უმთავრეს პოეტად რჩება, მაინც არსებობს იმის საშიშროება, რომ ტექნოლოგიურ ხანაში გაზრდილი მომავალი თაობები სათანადოდ ვეღარ გაიაზრებენ და დააფასებენ მის შემოქმედებას; შესაბამისად, გაწყდება პოეზიასთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი რგოლიც.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საშური და მნიშვნელოვანია გალაკტიონ ტაბიძის 135 წლისთავის მასშტაბური აღნიშვნა, მისსავე მშობლიურ სოფელში.
პროექტი „გალაკტიონი - 135“ სწორედ ამ ამოცანას ისახავს მიზნად, რაც თანამედროვე მკითხველ/მსმენელ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუთხრობს და გაუცოცხლებს გალაკტიონ ტაბიძის პიროვნული და შემოქმედებითი ცხოვრების გზას.
პროექტი გულისხმობს ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიციის შექმნას, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს - 17 ნოემბერს, მის მშობლიურ სოფელში - ჭყვიშში, მისივე სახლ-მუზეუმის სივრცეში გაიმართება.
კომპოზიცია აიგება გალაკტიონის ლექსების, დღიურების და ჩანაწერების მიხედვით.
გაცოცხლდება ეპოქა (მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლები), წარმოჩნდებიან რეალური პერსონაჟები, რომლებიც გალაკტიონის სახელს უკავშირდებიან (დედა, ძმა, ცისფერყანწელები, მერი შერვაშიძე და ა.შ.).
შემოქმედებითი ჯგუფი: რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობები, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, გამნათებელი.
1794892419
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: სლოვენია არ არის გამონაკლისი, უკვე თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამ თუ იმ ფორმით მოახდინოს თავისი სუვერენული ინტერესების დაცვა
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სლოვენიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვის საკითხს თბილისში ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ სლოვენიის ხელის...
1794890451
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ნოემბერს საქართველოში
17 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1794862314
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთთან ურთიერთობას არ განვიხილავთ საპირწონედ რომელიმე სხვა საგარეო პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებისთვის - ეს არაა საპირწონე ევროკავშირთან ან შტატებთან ურთიერთობისა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატების“ ეთერში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრობს. ირაკლი ქადაგიშვილი ა...
1794862020
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან რომელიმე მესამე ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ მიმართული არ არის
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან რომელიმე მესამე ქვეყნის ან გაერთიანების წინააღმდეგ მიმართუ...
1794860844
ახალი ამბებისაბა ლაზიშვილი ორგანიზაცია RAF-ში მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს გამართავს
ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი RAF-ის (Real American Freestyle) ეგიდით მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს გამართავს. ამის შესახებ ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად განაცხადა. ლაზიშვილის მეტოქე U...































