ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და მის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანზორ მეგრელიშვილმა გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის როლსა და საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და აღნიშნული ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასა. მან მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო, რომელიც დეზინფორმაციის პრევენციასა და საზოგადოების დროულ და ობიექტურ ინფორმირებას ისახავს მიზნად.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, როგორც ანაკლიაში, ასევე სხვა ლოკაციებზეც, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის გაძლიერებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785136504

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით...

 ქურდობა  ქურდობა

1785135068

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო...

ნარკოტიკი ნარკოტიკი

1785132555

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც

სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში...

შალვა პაპუაშვილ

1785131937

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა სისტემის მცირე რეგიონად

ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერ...

შალვა პაპუაშვილი

1785130739

მსოფლიო

მინესოტას სკოლებში 4-იდან 10 წლამდე ბავშვებს ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ

მინესოტაში სკოლებში ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინების დარიგება იგეგმება. მედიის ცნობით, პროექტზე მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ იმუშავა. მათ 4-იდან 10 წლამდე ბავშვებისთვის შექმნეს თოჯინები, რ...

ტრანსგენდერი თოჯინები