საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებს შენიღბულად ჰქონდათ მოწყობილი ონლაინგათამაშების ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, უცხოური ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე, პირდაპირი ტრანსლაციის („სტრიმინგის“) სახით, გადაიცემოდა აზარტული და მოგებიანი თამაშების მიმდინარეობა.

ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით 100 000 ლარი უნდა გადახდილიყო.

ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785136504

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით...

 ქურდობა  ქურდობა

1785135068

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო...

ნარკოტიკი ნარკოტიკი

1785132555

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც

სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში...

შალვა პაპუაშვილ

1785131937

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა სისტემის მცირე რეგიონად

ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერ...

შალვა პაპუაშვილი

1785130739

მსოფლიო

მინესოტას სკოლებში 4-იდან 10 წლამდე ბავშვებს ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ

მინესოტაში სკოლებში ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინების დარიგება იგეგმება. მედიის ცნობით, პროექტზე მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ იმუშავა. მათ 4-იდან 10 წლამდე ბავშვებისთვის შექმნეს თოჯინები, რ...

ტრანსგენდერი თოჯინები