არჩილ გორდულაძე: 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დაუჯერეს პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს, ახლა შეუძლიათ კვლავ დაუჯერონ, აღიარონ საკუთარი დანაშაული, მოინანიონ

„4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დაუჯერეს პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს. ახლა შეუძლიათ, რომ კვლავ დაუჯერონ, აღიარონ საკუთარი დანაშაული, მოინანიონ და როგორც გაცხადებული პოზიცია არის საქართველოს გენერალური პროკურატურისგან, ისინი შესაბამისად მიიღებენ საპროცესო შეთანხმებას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის წერილს, სადაც ის დაკავებულებს თხოვნით მიმართავს, გამოიყენონ შანსი და დათანხმდნენ საპროცესო შეთანხმებას.

მისი თქმით, ბურჭულაძე ამ განცხადებას საკუთარი თავის გადარჩენას აკეთებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის მსჯავრდებული უმძიმეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულში და ახლა მისი განცხადებები არის საკუთარი თავის გადასარჩენად, თავისივე წაქეზებული ადამიანების გადასარჩენად, ეს საზოგადოებამ შეაფასოს.

მთავარი არის, რომ 4 ოქტომბერს იყო მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველომ თავიდან აიცილა მორიგი რევოლუცია და გარე პატრონების მიერ ორგანიზებული გარე მმართველობის დამყარების მცდელობა“, - აღნიშნავს გორდულაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785137699

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს. ინფორმაციას ცესკო ავრცე...

ცესკოს თავმჯდომარე ა

1785137479

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსა...

საგამოძიებო სამსახურმა

1785136574

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარ...

ხე-ტყის უკანონო მოპოვება

1785136504

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით...

 ქურდობა  ქურდობა

1785135068

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო...

ნარკოტიკი ნარკოტიკი