დავით სონღულაშვილი: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის მიმწოდებელი იყოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ თაფლის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს, შპს „აპიჯეოს“, საქმიანობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა საწარმოს ინფრასტრუქტურა, თაფლის წარმოებისა და გადამუშავების პროცესი, თანამედროვე ტექნოლოგიები და მზა პროდუქცია დაათვალიერა.

„მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქვეყანას აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის საიმედო მიმწოდებელი იყოს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მხარს უჭერს ამ დარგის განვითარებას - წარმოების გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შპს „აპიჯეოს“ წლიური წარმადობა 21 ტონას შეადგენს. კომპანია პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ყიდის; კომპანიამ 2025 წელს წარმოებული თაფლი ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანა. საწარმოში მუდმივად 4 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი - 10.

შპს „აპიჯეო“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ 2019-2021 და 2023 წლებში, თაფლის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის მიზნით, სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამები ხელს უწყობს თანამედროვე აგროსაწარმოების შექმნასა და განვითარებას, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

თაფლის გადამმუშავებელ საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785137699

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს. ინფორმაციას ცესკო ავრცე...

ცესკოს თავმჯდომარე ა

1785137479

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსა...

საგამოძიებო სამსახურმა

1785136574

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარ...

ხე-ტყის უკანონო მოპოვება

1785136504

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით...

 ქურდობა  ქურდობა

1785135068

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო...

ნარკოტიკი ნარკოტიკი