გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის მიმდებარედ მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა ხრამულის სახეობის 28 კილოგრამზე მეტი თევზი.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს; მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.

ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, 2025 წელს მხოლოდ შიდა ქართლში თევზჭერის წესების დარღვევის 57 ფაქტია გამოვლენილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773653870

საზოგადოება

„კარფურის“ გენერალური დირექტორი: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი

ჩვენი კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც ცნობილია, როგორც „ქეშბექი“ - ეს არის ფასდათმობა. ფასდათმობა არსებობს ორი სახის: ეს შეიძლება აისახოს უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულება...

„კარფურის“ გენერალური დირექტორი:

1773651938

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს იური შულეიკოს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტი...

ირაკლი კობახიძე

1773651891

საზოგადოება

მაჭავარიანი: ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა, ამაში მოულოდნელი არაფერია - ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯით, ბოლომდე შეაძულეს თავი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას

რადიკალური ოპოზიცია და მათი მჭიდრო მოკავშირე მდიდარი ენჯეოები არიან საქართველოს მტრები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, - წერს საპარლამენტო...

ლევან მაჭავარიანი

1773650736

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება. მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრები იყო მექანიზმთან და...

შალვა პაპუაშვილშალვა პაპუაშვილ

1773649360

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა

მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლ...

შალვა პაპუაშვილი