მაჭავარიანი: ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა, ამაში მოულოდნელი არაფერია - ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯით, ბოლომდე შეაძულეს თავი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას

რადიკალური ოპოზიცია და მათი მჭიდრო მოკავშირე მდიდარი ენჯეოები არიან საქართველოს მტრები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანი ეხმიანება ოპოზიციის აქტივისტის, დავით ქაცარავას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ უჩა ნანუაშვილი მას „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოწმედ გამოკითხვას დაჰპირდა. მისივე თქმით, ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მოულოდნელი არაფერია, ვინაიდან, ცნობილია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად აგზავნიან უცხოეთში დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ „დანოსებს“.

„აბრალებენ საქართველოს უბინძურეს ტყუილებს, სთხოვენ გარე ძალებს, რომ დასანქცირდეს ჩვენი სამშობლო, დადიან ბრიუსელის კაბინეტებში და მათხოვრობენ, რომ გაგვიუქმდეს ვიზალიბერალიზაცია. შეუჩერებლად აგზავნიან უცხოეთში „დანოსებს“, რაც მთლიანად დეზინფორმაციას ეფუძნება. ლანძღავენ ყველაფერს, რაც კი ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ყველაფრით უპირისპირდებიან ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას.

ახლა ისიც ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა. ამაში მოულოდნელი, რა თქმა უნდა, არაფერია. ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯიდან გამომდინარე, ბოლომდე შეაძულეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. შემდეგ უკვირთ, თუ როგორ ვანადგურებთ არჩევნებში.

საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773651938

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს იური შულეიკოს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტი...

ირაკლი კობახიძე

1773650736

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება. მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრები იყო მექანიზმთან და...

შალვა პაპუაშვილშალვა პაპუაშვილ

1773649360

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა

მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლ...

შალვა პაპუაშვილი

1773649246

საზოგადოება

დავით ქაცარავას თქმით, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მოწმედ გამოიკითხებოდა - ქაცარავას წამოცდენა ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიას კოორდინაციას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუაშვილი უწევდა

ოპოზიციონერმა აქტივისტმა, დავით ქაცარავამ, „ტვ პირველის" ეთერში „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მის გამოკითხვაზე ისაუბრა. როგორც ქაცარავამ აღნიშნა, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექა...

საზოგადოება

1773648169

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი

საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პა...

შალვა პაპუაშვილი