„კარფურის“ გენერალური დირექტორი: ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ (ფასდათმობის) ცნება ამ ბაზარზე, გვქონდა გარკვეული სირთულეები მომწოდებლებთან, რადგან მათი კონტროლი ბაზარზე, შემცირდა - „რიბეითები“ არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას

ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ ცნება ამ ბაზარზე. როდესაც ჩვენ შემოვედით ბაზარზე, ორგანიზებული ბაზრის წილი იყო 15%. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ მომწოდებლებისგან მიგვეღო იმ ფასად საქონელი, რომ შემდგომ, მინიმალური ფასნამატით, მომხმარებლისთვის ჩვენ მიგვეწოდებინა პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

მისი განცხადებით, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დისტრიბუტორებთან ჰქონდათ გარკვეული სირთულეები, ვინაიდან, მათი კონტროლი ბაზარზე შემცირდა.

„იმ პერიოდში, როცა ეს პროცესი დავიწყეთ, გვქონდა გარკვეული სირთულეები მომწოდებლებთან, დისტრიბუტორებთან, იმ თვალსაზრისით, რომ ის კონტროლი, რომელიც მათ ჰქონდათ ბაზარზე, შემცირდა იმდენად, რამდენადაც, ერთი მხრივ, იყო არაორგანიზებული ბაზარი, სადაც, არანაირი პრომოები, აქციების და პროდუქციის არანაირი ორგანიზებულობა, გარკვეულწილად ლეგალურობა და ტრანსფარენტულობა არ იყო. მეორე მხრივ, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს ბიზნესი გაგვეხადა ტრანსფარენტული და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის,“ - აღნიშნა დავით ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, „რიბეითი“ არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას, ვინაიდან, ეს არის საცალო ქსელის ოპერატორისთვის შესაძლებლობა, რომ შეძლოს ფასის ოპტიმიზაცია.

„ის „რიბეითები“, რომლებსაც ხშირად ახსენებთ, არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას. ეს „რიბეითები“ არის „რითეილისთვის“, რომ „რითეილემა“ მაქსიმალურად შეძლოს მისი საშუალებით ფასის ოპტიმიზაცია და თაროზე იმ ფასის დასმა პრომოების, აქციების დროს - და გარკვეულწილად არსებობს პროდუქციის კატეგორია, რომელიც მუდმივად დაბალ ფასშია და მე უკვე აღვნიშნე ისინი, საუბარია ულტრა-სენსიტიურ და სენსიტიურ პროდუქციაზე, მათ აქციებიც კი არ ეხება, იმდენად დაბალია მათი საწყისიო ღირებულება თაროზე, მათი ქვემოთ ჩასვლის საშუალება „რითეილეს“ უკვე აღარ აქვს,“ - განაცხადა ქარქაშაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773653918

საზოგადოება

„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას

უშუალოდ ჩვენს მომწოდებლებთან, ვინც ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციას და როგორც წესი, პროდუქციას ჩვენ ვიღებთ დისტრიბუტორისგან - მაქსიმალურად ვცდილობთ ერთობლივად, რომ ამ პროდუქციაზე მივიღოთ კომერციული პ...

„კარფურის“ გენერალური დირექტორი

1773653870

საზოგადოება

„კარფურის“ გენერალური დირექტორი: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი

ჩვენი კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც ცნობილია, როგორც „ქეშბექი“ - ეს არის ფასდათმობა. ფასდათმობა არსებობს ორი სახის: ეს შეიძლება აისახოს უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულება...

„კარფურის“ გენერალური დირექტორი:

1773653459

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ი...

ბრაკონიერობის ფაქტი

1773651938

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს იური შულეიკოს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტი...

ირაკლი კობახიძე

1773651891

საზოგადოება

მაჭავარიანი: ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა, ამაში მოულოდნელი არაფერია - ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯით, ბოლომდე შეაძულეს თავი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას

რადიკალური ოპოზიცია და მათი მჭიდრო მოკავშირე მდიდარი ენჯეოები არიან საქართველოს მტრები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, - წერს საპარლამენტო...

ლევან მაჭავარიანი