შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება. მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრები იყო მექანიზმთან დაკავშირებით, იქ როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.

პაპუაშვილის თქმით, ისიც კი მოყვა პატარაიამ, რომ ზოგიერთ ქვეყანას ექსპერტი უნდა წარედგინა, ვის რა უნდა წარედგინა.

„წინასწარ შეთანხმებული, კოორდინირებული, ორკესტრირებული პროცესი იყო, მათ შორის შიდა, ქართულ „მეხუთე კოლონასთან“, - აღნიშნა მან.

პაპუაშვილის განცხადებითვე, „ხალხი, რომელიც ამბობდა გავლენის გამტარებლები არ დაგვიძახოთო, დღეს პირდაპირ დგანან და უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ“.

„იმ დღეს, ერთ-ერთმა მეორე „ენჯეოშნიკმა“, ცალ ფეხზე დგომა რომ უყვარს, სხდომის მიმდინარეობისას დადო ფოტო, სადაც არის დაბეჭდილი დასკვნა ასახული, ყდა ჩანს და წარწერაა ასევე. დადო ფოტო გადაღებული სხდომიდან, რომელიც არის დახურული სხდომა. ანუ, ვიღაცამ შიდა, დახურული სხდომიდან მიაწოდა ფოტომასალა. ესეც ადასტურებს, რომ იყვნენ კოორდინაციაში საქართველოში „მეხუთე კოლონასთან“, რომელთან ერთადაც შეკერეს ეს საქმე ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენ გვაქვს დიდი ეჭვი, რომ ამ საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იყო კოორდინირებული უცხოელ და შიდა აქტორებს შორის. ამაში მგონი გასაკვირიც არაფერია. ჩვენ ვხედავთ, ხალხი რომელიც ამბობდა გავლენის გამტარებლები არ დაგვიძახოთო, დღეს პირდაპირ დგანან და უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773651891

საზოგადოება

მაჭავარიანი: ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა, ამაში მოულოდნელი არაფერია - ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯით, ბოლომდე შეაძულეს თავი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას

რადიკალური ოპოზიცია და მათი მჭიდრო მოკავშირე მდიდარი ენჯეოები არიან საქართველოს მტრები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, - წერს საპარლამენტო...

ლევან მაჭავარიანი

1773649360

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა

მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლ...

შალვა პაპუაშვილი

1773649246

საზოგადოება

დავით ქაცარავას თქმით, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მოწმედ გამოიკითხებოდა - ქაცარავას წამოცდენა ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიას კოორდინაციას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუაშვილი უწევდა

ოპოზიციონერმა აქტივისტმა, დავით ქაცარავამ, „ტვ პირველის" ეთერში „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მის გამოკითხვაზე ისაუბრა. როგორც ქაცარავამ აღნიშნა, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექა...

საზოგადოება

1773648169

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი

საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პა...

შალვა პაპუაშვილი

1773648128

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს

ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მი...

შალვა პაპუაშვილ