„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას
უშუალოდ ჩვენს მომწოდებლებთან, ვინც ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციას და როგორც წესი, პროდუქციას ჩვენ ვიღებთ დისტრიბუტორისგან - მაქსიმალურად ვცდილობთ ერთობლივად, რომ ამ პროდუქციაზე მივიღოთ კომერციული პირობა, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, ფასების რეგულირების მექანიზმზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
ქარქაშაძის თქმით, გარკვეულ პროდუქციაზე „კარფურს“ აქვს 2-3 პროცენტიანი მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც ამ პროდუქციაზე მარჟას საერთოდ არ ადებენ.
„იმავდროულად, ჩვენმა დისტრიბუტორმა იცის ჩვენი მიდგომა პროდუქციასთან მიმართებით, რომ მათზე, ხშირ შემთხვევაში, გვაქვს 2-3 % მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ ვადებთ ამ პროდუქციაზე მარჟას.
საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას,“ - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისივე თქმით, საცალო ქსელების ოპერატორისთვის, ყველაზე დიდი ტვირთია, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე დიდხანს დევს, ამიტომ, საქონლის რეალიზაციით ყველაზე მეტად დაინტერესებული სწორედ „რითეილერია“.
„ყველაზე დიდი ტვირთია რითეილერისთვის, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე არის გაჩერებული დიდი ხნით - ეს არის ყველაზე მძიმე მოცემულობა, ამიტომ, ამ შემთხვევაში, მწარმოებელი დისტრიბურორი და რითეილერი ხშირად ახსენეთ და ამ ჯაჭვში, ამ სამ მოთამაშეს შორის, ყველაზე დიდი ინტერესი იმანენტურად, რომ საქონლის რეალიზაცია და გაყიდვა თაროდან, აქვს რითეილერს, ვინც ახდენს რეალიზაციას,“ - აღნიშნა დავით ქარქაშაძემ.
1773653459
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ი...
1773651938
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს იური შულეიკოს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტი...
1773651891
საზოგადოებამაჭავარიანი: ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა, ამაში მოულოდნელი არაფერია - ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯით, ბოლომდე შეაძულეს თავი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას
რადიკალური ოპოზიცია და მათი მჭიდრო მოკავშირე მდიდარი ენჯეოები არიან საქართველოს მტრები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, - წერს საპარლამენტო...
1773650736
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება. მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრები იყო მექანიზმთან და...
1773649360
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა
მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლ...

























