შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა

მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა [მოხდა თუ არა], - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რომელია ის რეკომენდაციები, რის შესრულებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს „მოსკოვის მექანიზმიდან“.

„არის ისეთი საკითხები, რაც თავისთავადია. მაგალითად ის, რომ მომავალ არჩევნებში მოწვეული იყოს ეუთოს სადამკვირვებლო მისია. კი ბატონო, მოწვეული იყოს. ეუთოს წევრი ქვეყნების უმცირესობამ, 57-დან 23-მა ქვეყანამ, რომელშიც არიან ზუსტად ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით - ეს არის სკანდინავიის, ბალტიის ქვეყნები და სხვა, რომლებსაც გაცხადებული აქვთ მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, დააინიცირეს ეს პროცესი. პოლონეთი იყო მთავარი ინიციატორი და კოორდინატორი, რომელმაც განზრახ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა იმისთვის, რომ მისი ექსპერტი ყოფილიყო მომხსენებლად. აქედანაც ჩანს, რომ კოორდინირებული იყო და თავიდანვე იყო განსაზღვრული ვის ექნებოდა წამყვანი ფუნქცია და ვინ აიღებდა თავის თავზე, რომ ცილისმწამებლებისთვის ხელი მოეწერა.

მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა [მოხდა თუ არა]. მონაყოლით ვიცოდით, რომ სამი ადამიანი შიმშილობდა და მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქე და აღმოჩნდა, რომ კარგსაც ჭამენ, კარგსაც სვამენ და ჩხუბიც აქვთ და გარჩევები ერთმანეთში, რაც ვნახეთ კადრებში. ასეთი მონაყოლებით არის ზუსტად აწყობილი მთლიანად ეს დასკვნა. ვაპირებთ მივყვეთ საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ კანონმდებლობას. რაც შეეხება საერთაშორისო სასამართლოებს, სადაც კი საქართველოს დაუპირისპირდნენ მათ შორის ზოგიერთი ევროპელი ძალები, ყველგან დამარცხდნენ. ამ დოკუმენტს აქვს ერთადერთი მიზანი, შექმნას საინფორმაციო ხმაური. ყოველგვარ ლოგიკას, სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი დოკუმენტია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773649246

საზოგადოება

დავით ქაცარავას თქმით, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მოწმედ გამოიკითხებოდა - ქაცარავას წამოცდენა ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიას კოორდინაციას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუაშვილი უწევდა

ოპოზიციონერმა აქტივისტმა, დავით ქაცარავამ, „ტვ პირველის" ეთერში „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მის გამოკითხვაზე ისაუბრა. როგორც ქაცარავამ აღნიშნა, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექა...

საზოგადოება

1773648169

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი

საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პა...

შალვა პაპუაშვილი

1773648128

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს

ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მი...

შალვა პაპუაშვილ

1773647596

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტზე: აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან

აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...

შალვა პაპუაშვილი

1773647542

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით. მეორე, ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია

ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...

შალვა პაპუაშვილი