მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას, ორ მხარეს როდესაც უსმენ, უნდა ეცადო მაინც, დასკვნაში ორივე მხარე ასახო
შეგიძლიათ, გაეცნოთ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებსა და იმ შეხვედრებს, რომლებზეც ქალბატონი ექსპერტი იმყოფებოდა, დეტალურად მოისმინოთ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და თავად შეაფასოთ, საერთოდ არის თუ არა რაიმე საერთო დასკვნასა და ამ ინფორმაციას შორის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დასკვნა სრულიად ტენდენციურია და საერთოდ არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას.
„როცა ორ მხარეს უსმენ, უნდა გააკეთო შესაბამისი ანალიზი და ეცადო მაინც, ორივე მხარე ასახო, მაშინ როდესაც დასკვნა სრულიად ტენდენციურია და საერთოდ არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც დგას ეუთო და, ზოგადად, ეს მექანიზმი, ასე მომზადებული დასკვნის რეკომენდაციებს ვინმე სერიოზულად შეხედავს? ჰკითხეთ ეუთო-ს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც. 23 წევრის მიღმა კიდევ ბევრი სახელმწიფოა, რას ფიქრობენ ასეთ მიდგომაზე?
ამ დასკვნით ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული შიდა მექანიზმების გამოყენება ძალიან ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა რამდენიმედღიანი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას. სხვა რომ აღარაფერი დარჩენიათ, იყენებენ ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მაქსიმალურად მისცენ პოლიტიკური სიცოცხლე და ჟანგბადი ოპოზიციას საქართველოში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, - „ეუთო-ს რეკომენდაციები ხომ სავალდებულოა, რადგან ეს სამართლებრივი დოკუმენტია?“ - ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო რეკომენდაცია არ არსებობს.
„„სავალდებულო“ რას ნიშნავს? სავალდებულო რეკომენდაცია არ არსებობს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
1773653459
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ი...
1773651938
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს იური შულეიკოს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტი...
1773651891
საზოგადოებამაჭავარიანი: ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა, ამაში მოულოდნელი არაფერია - ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯით, ბოლომდე შეაძულეს თავი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას
რადიკალური ოპოზიცია და მათი მჭიდრო მოკავშირე მდიდარი ენჯეოები არიან საქართველოს მტრები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, - წერს საპარლამენტო...
1773650736
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება. მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრები იყო მექანიზმთან და...
1773649360
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა
მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლ...


























