,,გაუმარჯოს საქართველოს! God bless America! Слава Украине!“ - სალომე ზურაბიშვილი
შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო მეტად კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება, რაც იყო, ის არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ეს 30 წელი. 30 წელი, ეს ერთი თაობაა. 30 წელია ამერიკა საქართველოს მხარში უდგას. მე ვეთანხმები იმას, რაც დღეს აქ ითქვა, რომ ვიღაცები ცდილობენ ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ: თითქოს სხვა ღირებულებები გვქონდეს, თითქოს ეს შეიძლება არ იყოს ჩვენი უძველესი კულტურის შესატყვისი, მაგრამ ამერიკის პოლიტიკა ჩვენ მიმართ, ის თანადგომა და ის მხარდაჭერა, რაც იყო და არის, ფასდაუდებელია და ჩვენ ამას უნდა ვაფასებდეთ!
ჩვენც ჩვენი მხრიდან ამერიკისთვის სანდო მეგობარი და სანდო პარტნიორი ვიყავით, რომელმაც თავი არ დაიშურა და იდგა იქ, სადაც საჭირო იყო - ავღანეთსა, თუ ერაყში. მაგრამ, არ მინდა დღეს ჩვენი 30 წლის ისტორია მოგიყვეთ, რადგან ეს ყველამ კარგად იცით - ეკონომიკური მხარდაჭერის, დიპლომატიური, პოლიტიკური თუ კულტურული მიმართულებით.
ეს იყო 1951 წელი, 70 წლის წინ და დღემდე არაფერი შეცვლილა. დღეს იგივე აგრესიას ვხედავთ რუსეთის მხრიდან, რომლებსაც მაშინ კომუნისტებს ეძახდნენ. დღეს აგრესია არ შეცვლილა, არ შეცვლილა ბრძოლა, არ შეცვლილა სოლიდარობა და მხარდაჭერა. ეს არის ის, რასაც დღეს ჩვენ ამერიკისგან ვხედავთ. ჩვენც შეიძლება ვიფიქროთ, 2008 წელს სხვანაირი მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, უფრო მეტი რეაგირება და რუსეთის უფრო უკეთ დანახვა რომ მომხდარიყო, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავით, მსოფლიო და ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და უკრაინას, მისი შეუდარებელი ბრძოლისათვის, კიდევ ერთხელ უნდა გამოვუცხადოთ ჩვენი ერთიანი სოლიდარობა. უკრაინელები დღეს ისევე იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, როგორც საუკუნეების განმავლობაში ქართველები იბრძოდნენ, მაგრამ ისინი დღეს ასევე იბრძვიან ყველას თავისუფლებისა და ხვალინდელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხვალინდელი მსოფლიო სხვა იქნება, მაგრამ როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი, როგორი იქნება ხვალინდელი ევროპა, როგორი იქნება ამ ახალ ვითარებაში ამერიკის ხვალინდელი ჩართულობა, ამას დღეს ვერ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ - ხვალინდელი მსოფლიო აღარასოდეს იქნება ის, რაც დღემდე იყო და ეს უდავოდ უკრაინელების დამსახურებაა.
ამიტომ, დღეს თუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: რა გვინდა, ეს არის კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა. დღეს აშშ-ს პრეზიდენტი იმყოფება პოლონეთში და იქ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას, იქ ჩატარდა შეხვედრები უკრაინელ წარმომადგენლებთან.
გვინდა კიდევ უფრო ჩართული ამერიკა, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენთვის არ ვითხოვთ, რეალურად ვითხოვთ მათთვისაც და დანარჩენი ევროპისთვისაც. ეს გადამწყვეტი ბრძოლა და გადამწყვეტი პერიოდია, რაც ყველამ ძალიან კარგად უნდა დავინახოთ. ყველა უნდა ვიდგეთ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ. ცხადია, ყველას არ შეუძლია ერთნაირად გამოხატოს სოლიდარობა, არიან პატარა და დიდი ქვეყნები, არიან სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობაში მყოფი ქვეყნები. ვიცით, რომ ჩვენ არ გვიცავს [ნატოს ხელშეკრულების] ,,მეხუთე მუხლი“, სწორედ ესაა ჩვენი მისწრაფება, რომ ერთ დღეს ჩვენც ვიყოთ იმ ხაზის მეორე მხარეს, სადაც შეიძლება იყო უფრო გაბედული და უფრო სხვანაირად გამოთქვა შენი ხედვა, შენი მხარდაჭერა, მაგრამ სოლიდარობა ყველას გვევალება, დღეს ყველანი სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და ჩვენ მათ მადლობას ვუცხადებთ. მადლობას ვუცხადებთ ამერიკის სახელმწიფოს მთელი ამ წლების პოლიტიკისთვის და როცა ხვალინდელი დღე დადგება, ომის შემდეგი დღე, როცა დაიწყება აღმავლობა, აღმშენებლობა, ჩვენ მას ვთხოვთ ძალიან დიდ ჩართულობას, საჭირო იქნება ალბათ, ახალი მარშალის გეგმა, უკრაინისთვის, ახალი მიდგომები ახალი მსოფლიოსთვის. მეტი ჩართულობა აქაც - კავკასია და შავი ზღვა, ის რეგიონებია, რომლებიც ამ მოვლენებიდან გამომდინარე, უფრო სტრატეგიული გახდება, ვიდრე აქამდე იყო.
ჩვენთან დაგვიანდა ამერიკიდან მაღალი დონის ვიზიტები. პირადად, საქართველოს თხოვნა იქნება ეს. დროა. ქართველი ხალხი ელოდება, რომ აქ ჩამოვლენ მაღალი დონის ვიზიტორები, აშშ-ს პრეზიდენტი. ამერიკის პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენ ის მივიღეთ ისე, როგორც არცერთი სხვა ქვეყნის [პრეზიდენტი] და მგონი, დროა, ეს გავიმეოროთ.
მინდა, კიდევ ერთხელ, ვუსურვო ამერიკას და საქართველოს, ჩვენი კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელება მრავალი წელის განმავლობაში. მინდა ვუსურვო უკრაინას ამ ბრძოლაში გამარჯვება, რამეთუ მისი გამარჯვება ყველას გამარჯვებაა!
გაუმარჯოს საქართველოს! God bless America! Слава Украине!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინისადმი სოლიდარობის საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
ასევე საინტერესოა:
1790317329
საზოგადოებაშემოსავლების სამსახური: განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია - საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პ...
1790316254
საზოგადოებაშსს: სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება - გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებულების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა
დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყ...
1790315108
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან შეაფასა. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მშვიდობის კო...
1790314989
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრემიერმა უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. „უმნიშვნელოვანესი გზავნილ...
1790314583
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა
ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული სტაბილურობა და წარმატება არ შეიძლება განხილული იქნას უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პ...


























