შალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, არის იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს

„ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

მისი თქმით, ის, რაც შემდეგ გახდა ნათელი ბევრისთვის, ნათელი იყო თავიდანვე პოლიტიკური გუნდისთვის და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ვირტუალური ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, აქვს დამტკიცებული ერთი რამ, რომ ყველა პოლიტიკური ნაბიჯი მიიღება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და განსჯის, ანალიზის და რაციონალური გადაწყვეტილების საფუძველზე. სწორედ ეს არის მთავარი სტანდარტი, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს. ის, რაც შემდეგ გახდა ნათელი ბევრისთვის, ნათელი იყო თავიდანვე პოლიტიკური გუნდისთვის და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ვირტუალური ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტი ჩაეკითხა, აქვს თუ არა ამაში წვლილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც.

„თავისთავად, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს აქვს გამორჩეული როლი ამ მხრივ, ვინაიდან ის აძლევს შემდეგ ტონს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მთავარ საკითხს. გახსოვთ, ხომ, რით დაიწყო საქართველოზე თავდასხმები საჯაროდ? მანამდე კულისებში იყო საკითხები და შემდეგ გარეთაც გამოვიდა. დაიწყო იმით, რომ საქართველომ თქვა უარი რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებაზე. დღეს ყველამ იცის - საქართველო რომ ჩართულიყო ამ ესკალაციაში, საქართველო ჩაერთვებოდა სამხედრო კონფლიქტში და მივიღებდით დანგრეულ ქვეყანას, დანგრეულ ეკონომიკას. ეს ყველამ იცის დღეს, მაშინ კი მიტინგებს მართავდნენ „ენჯეოები“ - „ბომბების წვიმა გვირჩევნია იმ სირცხვილს, როგორ თუ სანქციებს არ უწესებთ რუსეთსო“, ქალბატონი ლომჯარია ამბობდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788941342

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით, როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვებს ბადებს

„ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვე...

შალვა პაპუაშვილი

1788940784

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: თბილისში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ცვლილება არა „წარუმატებელი დროებითი რწმუნებულის ჩანაცვლება“, არამედ დიპლომატიური გუნდის გაძლიერებაა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება. მისი თქმით, ემი დიასის დროებით რწმუნებულად დანიშვნიდან დაახლოებ...

დავით ქართველიშვილი

1788939366

საზოგადოება

პაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის, უნდა ვამხილოთ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს

აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის...

შალვა პაპუაშვილი

1788937952

საზოგადოება

აჭარის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის ივლ...

აჭარის პოლიცია

1788936630

საზოგადოება

იმერეთის პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის...

დაკავება და ბორკილები