ნინო წილოსანი: მიშას ერთგული „ნაციონალები“ მიშასგან გამდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან, 2024 წლის არჩევნებზე „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს
„2024 წლის არჩევნებზე „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს. ვგულისხმობ იმ დაფინანსებას, რომელიც სააკაშვილის მითითებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა წამოსულიყო, თუმცა პარტია „ახალმა“ საკუთარი ინტერესებისთვის აითვისა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ერთმანეთის მიმართ არაკეთილსინდისიერებამ გამოიწვია ის პროცესები, რაც ახლა ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარეობს.
„ფაქტია, რომ მიშას ერთგული „ნაციონალები“ მიშასგან გამდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან. ვერ ვიტყვი, რომ ამის საფუძველი არ აქვთ, რადგან 2024 წლის არჩევნებზე პარტია „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს. ვგულისხმობ იმ დაფინანსებას, რომელიც, როგორც ჩანს, სააკაშვილის მითითებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა წამოსულიყო, თუმცა პარტია „ახალმა“ საკუთარი ინტერესებისთვის აითვისა და შედეგიც სახეზე იყო. ორივე მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე ისხდნენ, თუმცა პარტია „ახალს“ გაცილებით მაღალი პროცენტული მხარდაჭერა 2024 წელს აღმოაჩნდა.
ეს ძალიან ხელოვნური და იმ დაფინანსებით გამოწვეული იყო, რომელიც „ნაცმოძრაობას“ იმ ადამიანების გადაბირებით და თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის მომხრობით წაართვა, რომელმაც საბოლოო ჯამში, ეს შედეგი მოგვცა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა – ერთმანეთის მიმართ არაკეთილსინდისიერებამ, იმ უნამუსობამ და ამორალობამ, რომელსაც ერთმანეთს უწუნებენ, საბოლოო შედეგიც გამოიღო და ახლა ამ ყველაფრის ზედაპირზე ამოტანას ვხედავთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
1788941342
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით, როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვებს ბადებს
„ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვე...
1788940784
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: თბილისში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ცვლილება არა „წარუმატებელი დროებითი რწმუნებულის ჩანაცვლება“, არამედ დიპლომატიური გუნდის გაძლიერებაა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება. მისი თქმით, ემი დიასის დროებით რწმუნებულად დანიშვნიდან დაახლოებ...
1788939366
საზოგადოებაპაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის, უნდა ვამხილოთ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს
აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისთვის და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის...
1788937952
საზოგადოებააჭარის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, მიმდინარე წლის ივლ...
1788936630
საზოგადოებაიმერეთის პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის...


























