გიორგი გაბუნია: „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მოღალატეობრივი ძალა, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში უამრავი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს

„საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს ისტორიულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მოღალატეობრივი ძალა, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში უამრავი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, „საზოგადოება ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, რადიკალური პარტიები გარე ძალების დავალებით და დაფინანსებით ცდილობდნენ რევოლუციებისა და არეულობების მოწყობას, რაც საზოგადოებამ თავისი თვალით იხილა.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებას ახსოვს ის დანაშაულებიც, რომლებიც „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინა.

„ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და ვხედავთ, როგორ ავლენენ საკუთარ თავს. როგორ უდგებიან თუნდაც იმ საკითხებს, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოში მიდის განხილვები. იმ დანაშაულებს, რომელიც ჩადენილია მათი მმართველობის პერიოდში, რა დამოკიდებულება აქვთ ამ დანაშაულების მიმართ. არანაირი მონანიება, არანაირი ბოდიშის მოხდის სურვილი ან განცდა იმისა, რომ ჩვენ დავაშავეთ და ზიანი მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას. არა, პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ ეს უტიფრობა, ეს თავხედობა, რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვისმენთ და ვხედავთ. ამიტომ ძალიან კარგია ის, რომ საზოგადოება ამას ხედავს და საზოგადოება კიდევ ერთხელ ამას ყველაფერს აფასებს. ჩვენ გვახსენებს იმ დროს, როდესაც ეს ძალა იყო ხელისუფლებაში და მართავდა ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულები დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშში არის ასახული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795523206

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრს: არ გრცხვენიათ, ასე რომ იტყუებით? ბოლო აღწერის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 3 მილიონ 900 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც ეთნიკურად ქართველები დაახლოებით 85%-ია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების პოლიტიკურ განცხადებებს უპასუხა, რომლებიც, მი...

ლევან მაჭავარიანი

1795522291

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპ...

აბრაამი  აბრაამი

1795521608

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ ალიევთან საქართველოსა და აზერბა...

მაკა ბოჭორიშვილ

1795517138

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ფაშისტური მიდგომაა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება - კოლექტიურ ნაცებს ეს ადამიანები ციხეში სჭირდებათ, რომ მეტი საინფორმაციო ხმაური იყოს

ეს არის ფაშისტური მიდგომა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიან...

ლევან მაჭავარიანი

1795516445

ახალი ამბები

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი იყო - დაღუპულია ერთი ადამიანი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს 1 პირი დაიღუპა. არსებული ცნობით, კონფლიქტის დროს 65 წლამდე კაცი წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ფიზიკუ...

პოლიცია, ლენტი, პატრული