გიორგი გაბუნია რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას დაესწრო

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას დაესწრო, რომელიც რუსთავის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი IX-XII საუკუნეების სასახლის არქეოლოგიურ კვლევას ისახავს მიზნად. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ექსპედიცია კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება და მასში 100-მდე არქეოლოგი და მოხალისე მონაწილეობს.
რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თეა ონიანი, არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რუსთავის ისტორიულმა ციხემ არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე იცვალა სახე. პირველად ისტორიულ წყაროებში, რუსთავი ქალაქად ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან ჩნდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სასახლისა და რუსთავის ციხე-ქალაქის არქეოლოგიური პოტენციალს სრულად შეისწავლის, შემდგომში კი კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტს კოორდინაციას გაუწევს.
1752840702
ახალი ამბებიშსს: ბათუმში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
ბათუმში მომხდარი სროლის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხო...
1752839411
ახალი ამბებიბათუმში სროლა იყო
ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო. როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი. თვითმხილეველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. შემთხვევის ადგილზე...
1752838797
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: რადიკალები უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ
„რადიკალები უპრინციპოები და უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკოო, მეორე წუთში ცესკოში მიცუნცულდნენ, ნომერი შეგვინახეთო“, – ამ...
1752836837
ახალი ამბებისინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერ...
1752836745
ახალი ამბებისახელმწიფოსგან მოტყუებით მიიღეს 826 815 ლარი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუ...