გიორგი გაბუნია: სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც შემორჩათ
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იძირება. ვინც ამ გემზე შერჩა, მასთან ერთად ჩაიძირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მომავალი არ აქვს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიაზე მეტი „ნაცი“ ვინ არის? წლების განმავლობაში მათ მცდელობა ჰქონდათ, სხვადასხვა გუნდად ჩამოყალიბებულიყვნენ და გაშლილიყვნენ, მაგრამ იდეოლოგიურად, ღირებულებებით, არსითა და შინაარსით ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მისი იდეის გამტარებლები არიან.
სააკაშვილისგან, რომელიც მათთვის ერთ დროს კერპი იყო, დღეს კი ჩამქრალი კერპია და ციხეში საკუთარ აჩრდილებს ებრძვის, რეალურად არაფერი აღარ დარჩა. მათ მიიჩნიეს, რომ სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას წამყვანი ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც დღეს შემორჩათ.
ეს უბადრუკი პოლიტიკური ძალა, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იძირება – ვხედავთ, როგორ შერჩნენ ამ ჩაძირულ გემს და ვერ გარბიან. ისინი ამ გემთან ერთად ჩაიძირებიან. მათ სხვა პოლიტიკური გამოსავალი და მომავალი არ აქვთ.
ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სარჩელი დაასრულებს, რომელიც იმის მყარი სამართლებრივი განაჩენი იქნება, რომ მათ მომავალში ვეღარ შეძლონ პრობლემების შექმნა ქვეყნისთვის როგორც შიგნით, ისე გარეთ“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
1789022682
საზოგადოებაჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუ...
1789020056
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან ეხმიანება, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვან...
1789019196
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში ახალ დაპირისპირებაზე: ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება ამოტივტივდეს, რომელიც აქამდეც საეჭვო გარემოებებს უკავშირდებოდა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომელიც მოასწავებს ე.წ. შავი ფულის გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებების ფონზე შესაძლოა ე.წ. შავი ფულისა და საარჩევნო მიზნებისთვის...
1789019116
ახალი ამბებინინო წილოსანი: სააკაშვილმა შუამავლის მეშვეობით ნიკა გვარამია გილაურთან გააგზავნა, თუმცა მიღებული თანხებით მხოლოდ საკუთარ პარტიას ასარგებლა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებები რადიკალური ჯგუფების დასასრულზე მიუთითებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამია ნიკა გილაურ...
1789016680
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავლის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას
„სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტ...






























