ნინო წილოსანი: სააკაშვილმა შუამავლის მეშვეობით ნიკა გვარამია გილაურთან გააგზავნა, თუმცა მიღებული თანხებით მხოლოდ საკუთარ პარტიას ასარგებლა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებები რადიკალური ჯგუფების დასასრულზე მიუთითებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამია ნიკა გილაურთან თანხების მისაღებად გააგზავნა, თუმცა, წილოსანის შეფასებით, მიღებული ფინანსური რესურსი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, გვარამიას პარტიის ინტერესებს მოხმარდა.

„ასე წარმომედგინა რადიკალების დასასრული მას შემდეგ, რაც მათ სრულად დაკარგეს ამომრჩევლის მხარდაჭერა და რესურსი, მას შემდეგ, რაც მათ სრულად გამოეცალათ სამართლებრივი საფუძველი და ფაქტობრივად გაშიშვლდა ის დანაშაულები და ბოროტმოქმედება, რომელიც მათ ხელისუფლების დროს და უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროსაც განხორციელებული აქვთ.

ახლა ისინი გადავიდნენ ერთმანეთის გამოაშკარავებაზე. ფაქტია, რომ სააკაშვილმა შუამავლის მეშვეობით ნიკა გვარამია გააგზავნა გილაურთან იმისთვის, რომ თანხები მიეღო და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებისთვის მოეხმარა, თუმცა, როგორც ჩანს, მიღებული თანხებით ნიკა გვარამიამ მხოლოდ საკუთარ პარტიას ასარგებლა. ზუსტად ამას აძახებს ანა წითლიძე, რომ გილაურთან გაგზავნილი ნიკა გვარამია აღმოჩნდა, რომ საკუთარი პარტიის ინტერესებისთვის მოიპოვებდა დაფინანსებას გილაურის მხრიდან“, - აცხადებს ნინო წილოსანი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788985163

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს

„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“, - ამის შ...

ირაკლი კირცხალია

1788983491

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ნაცმოძრაობის“ რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება პრორუსული

„სრული ლუსტრაცია მოხდა თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელი...

ირაკლი კირცხალია

1788982512

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით, როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია

„დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. კირცხალიას თქმით, როდესაც დიპლომატიაზეა საუბარი...

ირაკლი კირცხალია

1788979959

მსოფლიო

მედვედევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით

რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯ...

დმიტრი მედვედევი

1788976901

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისლამური რესპუბლიკა დამარცხებასთან ახლოსაა, საზღვარზე ტერორისტებს არ დავუშვებთ

„ირანის ისლამური რესპუბლიკა დამარცხებასთან ახლოსაა“, - ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიის ტერიტორიაზე, ჰერმონის მთაზე ვიზიტისას გააკეთა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ: