სპეციალური პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან ეხმიანება, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვანილი.

უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, შინაგანაწესის შესაბამისად მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი.

ამასთან, ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო.

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების საკითხს, ბრალდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა. ამჟამადაც, როგორც მოშიმშილე, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და, საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა სათანადო მომსახურება.

ამასთან, იგი უზრუნველყოფილია ქრონიკული დაავადების სამკურნალო შესაბამისი მედიკამენტით და მიიღებს მას დანიშნულებისამებრ.

გარდა ამისა, ბრალდებული საკანში უზრუნველყოფილია ჰაერის გამაგრილებლით - ე.წ. ვენტილატორით. შესაბამისად, სიცრუეა მისი უფლებადამცველის განცხადება, თითქოს ბრალდებულს დასახელებული ნივთი არ აქვს.

რაც შეეხება ტელევიზორით სარგებლობის საკითხს, აღნიშნული ნივთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა უნდა შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში, დადგენილი წესის შესაბამისად.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ დაზუსტებული, ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788985163

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს

„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“, - ამის შ...

ირაკლი კირცხალია

1788983491

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ნაცმოძრაობის“ რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება პრორუსული

„სრული ლუსტრაცია მოხდა თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელი...

ირაკლი კირცხალია

1788982512

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით, როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია

„დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. კირცხალიას თქმით, როდესაც დიპლომატიაზეა საუბარი...

ირაკლი კირცხალია

1788979959

მსოფლიო

მედვედევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით

რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯ...

დმიტრი მედვედევი

1788976901

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისლამური რესპუბლიკა დამარცხებასთან ახლოსაა, საზღვარზე ტერორისტებს არ დავუშვებთ

„ირანის ისლამური რესპუბლიკა დამარცხებასთან ახლოსაა“, - ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სირიის ტერიტორიაზე, ჰერმონის მთაზე ვიზიტისას გააკეთა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ: