ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით
ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალია გამოეხმაურა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებს.
„მარტა კოსისთვის, კაია კალასისთვის და დღევანდელი ბრიუსელისთვის, დემოკრატია არის უკუღმა - უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება“, - აღნიშნა მან.
კირცხალიამ ასევე უპასუხა კითხვას: ჟენევაში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში კანონები არის შესაცვლელი. რას ნიშნავს ეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაფერი იცვლება?
„ეს განცხადება, ალბათ, დაუდეს, ალბათ, წარმოდგენაც არ აქვს, რომელ ქვეყანაზე საუბრობდა. ესეც მიუთითებს იმ გაცვეთილ სცენარებზე და დაობებულ ბიუროკრატიაზე, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს მძვინვარებს“, - განაცხადა მან.
1789022682
საზოგადოებაჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუ...
1789020056
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან ეხმიანება, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვან...
1789019196
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში ახალ დაპირისპირებაზე: ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება ამოტივტივდეს, რომელიც აქამდეც საეჭვო გარემოებებს უკავშირდებოდა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომელიც მოასწავებს ე.წ. შავი ფულის გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებების ფონზე შესაძლოა ე.წ. შავი ფულისა და საარჩევნო მიზნებისთვის...
1789019116
ახალი ამბებინინო წილოსანი: სააკაშვილმა შუამავლის მეშვეობით ნიკა გვარამია გილაურთან გააგზავნა, თუმცა მიღებული თანხებით მხოლოდ საკუთარ პარტიას ასარგებლა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებები რადიკალური ჯგუფების დასასრულზე მიუთითებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამია ნიკა გილაურ...
1789016680
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავლის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას
„სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტ...






























