ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: ტრაგიკული მდგომარეობაა... ეს ყველაფერი არის თავს მოხვეული, ე.წ. Deep State-ის მხრიდან იმისათვის, რომ ევროკავშირი ხელოვნურად დაასუსტონ
აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკა და მასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვა - თბილისში კვლავ შეფასებების თემაა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ტრამპის მოძრაობასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ. გაფართოების საკითხებში კომისარი ირწმუნება, რომ ტრამპის ორგანიზაცია ცდილობს ევროპელები დაარწმუნონ, თითქოს ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და ევროპაში ნამდვილი დემოკრატია არ არსებობს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიუსელი ევროპელ ხალხს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიასა და არალეგალურ მიგრაციას ახვევს თავს, ხოლო აშშ-სთან ურთიერთობის გაფუჭებით უსაფრთხოების გარანტიებს კარგავს.
„ტრაგიკული მდგომარეობაა - ერთის მხრივ, ევროკავშირმა უარი თქვა იაფ ენერგორესურსებზე და გაუძვირდა ცხოვრება ევროპელ ხალხს, მეორეს მხრივ, თავს ახვევენ ულტრა მემარცხენე, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც არ არის ევროპელი ხალხის დაკვეთა, მესამეს მხრივ, წალეკეს ევროპის ქვეყნები უკონტროლო, არალეგალური მიგრანტებით და მეოთხეს მხრივ, ყოველდღიურად აფუჭებენ ურთიერთობას ისეთ ძლიერ პარტნიორთან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები და უსაფრთხოების ის ქოლგა, რომლის გარანტორიც სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ევროკავშირისთვის ამდენი ათწლეულის განმავლობაში, ნელ-ნელა ხელიდან ეცლება.
შესაბამისად, ბრიუსელის ამ უგუნური პოლიტიკიდან გამომდინარე, ყველა ეს მიმართულება, რაც მე ჩამოვთვალე, დღის წესრიგში დგას დღესაც, რომელიც არ არის ევროპელი ხალხის დაკვეთა. ეს ყველაფერი არის თავს მოხვეული, ეგრეთ წოდებული Deep State-ის მხრიდან, იმისათვის, რომ ევროკავშირი მათ ხელოვნურად დაასუსტონ“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
1789022682
საზოგადოებაჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუ...
1789020056
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან ეხმიანება, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვან...
1789019196
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში ახალ დაპირისპირებაზე: ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება ამოტივტივდეს, რომელიც აქამდეც საეჭვო გარემოებებს უკავშირდებოდა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომელიც მოასწავებს ე.წ. შავი ფულის გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებების ფონზე შესაძლოა ე.წ. შავი ფულისა და საარჩევნო მიზნებისთვის...
1789019116
ახალი ამბებინინო წილოსანი: სააკაშვილმა შუამავლის მეშვეობით ნიკა გვარამია გილაურთან გააგზავნა, თუმცა მიღებული თანხებით მხოლოდ საკუთარ პარტიას ასარგებლა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე ურთიერთბრალდებები რადიკალური ჯგუფების დასასრულზე მიუთითებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამია ნიკა გილაურ...
1789016680
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავლის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას
„სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტ...






























