ლევან მაჭავარიანი: აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი, როგორც „რუსული კანონის“ კამპანიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართული აქციებისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის. მაჭავარიანის შეფასებით, აღნიშნული ჯგუფები წლების განმავლობაში ცდილობენ, რომ საკუთარი დღის წესრიგი მოქალაქეებს თავს მოახვიონ და მათ შორის განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე ფსიქოლოგიურად იძალადონ.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რათა აღარ მიეცეთ შესაძლებლობა აგენტებსა და ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ საქართველოს მოქალაქეები.
„როგორც რამდენიმე დღის წინ აღვნიშნე, აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები მზად არიან, ფაშისტური მეთოდებით ფსიქოლოგიურად გაანადგურონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უარს იტყვის, რომ ბრმად, ფიქრისა და ანალიზის გარეშე, მათი შეთხზული ზღაპრები დაიჯეროს. ბოლო პოსტში საზოგადოებას დეტალურად გავახსენე ამ აქტორების „აფერისტული“ კამპანია - „რუსული კანონი“.
ამ თაღლითობის გამო აგენტურასა და მათ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. სხვა უამრავ მავნებლობას შორის, მათ ასევე ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ისტერიის გამო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მოაწყვეს. შეგახსენებთ, რომ ბატონმა ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია იმის გამო, რომ ჩვენ არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავაგზავნეთ მოხალისეები ჩარტერული რეისით უკრაინაში და არ გადავეცით ჩვენი შეიარაღება უკრაინას. აგენტურამ ამ შემთხვევაშიც აღვირახსნილი კამპანია წამოიწყო. მათ დააორგანიზეს აქციები და „რუსული კანონის“ კამპანიის მსგავსად, ამცირებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და რუსულ იარლიყს აწებებდნენ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც აქციაში მონაწილეობა არ სურდა.
ამ შემთხვევაშიც, მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქციაზე მხოლოდ სელფის გადასაღებად მიდიოდნენ და შემდეგ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან ირიდებდნენ ფაშისტურ თავდასხმებს აგენტურული პარტიების აქტივისტებისგან. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ავტომატურად გულისხმობდა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ მოთხოვნების შესრულებაზე, შესაბამისად, ავირიდეთ ომი. ამ მოთხოვნების შესრულებაზე გაცხადებული უარის გამო აგენტურამ დააორგანიზა აქციები. დიახ, მათ აქციები დააორგანიზეს ომის არიდების გამო! ამასთანავე, ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ სურდათ ამ აქციებში მონაწილეობა, შესაბამისად, ვისაც არ სურდათ სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან!
ამ შემთხვევაშიც აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ აქციებით ხელისუფლებას აიძულებდნენ, დათანხმებოდა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებას და ჩართულიყო ომში, ხოლო, მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ფაშისტური მეთოდებით აიძულებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ამ აქციებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები, იმისათვის, რომ ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
1787295958
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ქვეყანაში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკის გავრცელების მცდელობა აღკვეთეს, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ...
1787295900
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირიდააკავეს. ი...
1787294160
ახალი ამბებიგაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის...
1787293215
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს, აღმო...
1787293179
მსოფლიოდიმიტრი პესკოვი: უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების წინაპირობებს ჯერ ვერ ხედავს. მისი თქმით, მოსკოვი ვერ ხედავს ოპტიმიზმის საფუძველს...































