ჯანდაცვის სამინისტრო: ბორჯომში 150 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ბორჯომში 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, უახლოეს პერიოდში გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაიწყება.
ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ბორჯომში მცხოვრებ დევნილთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი სრულად გადაიჭრება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი დევნილი ოჯახების
განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.
1787295958
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ქვეყანაში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკის გავრცელების მცდელობა აღკვეთეს, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ...
1787295900
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირიდააკავეს. ი...
1787294160
ახალი ამბებიგაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის...
1787293215
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს, აღმო...
1787293179
მსოფლიოდიმიტრი პესკოვი: უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების წინაპირობებს ჯერ ვერ ხედავს. მისი თქმით, მოსკოვი ვერ ხედავს ოპტიმიზმის საფუძველს...































