კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზული დისკომფორტიც ახლავს თან.
როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მუნიციპალიტეტი გამზირზე ასფალტის საფარს არ ცვლის - სრულად განახლდება ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელი ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა.
„ვფიქრობ, ზედმეტია იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, თუმცა აუცილებელია, რეაბილიტაციის თითოეული ეტაპისა და დეტალის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. რუსთაველის გამზირის მოვლა-პატრონობა და განვითარება მხოლოდ მუნიციპალური ან ინფრასტრუქტურული საკითხი არ არის. საუბარია გამზირზე, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა.
რუსთაველი ჩვენი დედაქალაქის სახეა და არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული მეხსიერების, არამედ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. სამუშაოები, რომელსაც ვახორციელებთ, მასშტაბური და ფუნდამენტურია. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარს არ ვცვლით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სექტემბერი, გადაადგილების თვალსაზრისით, კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან მოსახლეობა ქალაქში ბრუნდება და სასწავლო პროცესი იწყება.
„კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის - გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ გადაადგილების ალტერნატიული სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შევამციროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
„ვგეგმავთ, რომ 10 სექტემბრისთვის საავტომობილო მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც ამ დროისთვის ქვედა ფენებში სამუშაოები დასრულებული იქნება. პარალელურად გაგრძელდება სამუშაოები, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ერთადერთი სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორი უამინდობაა, თუმცა იმ დღეებშიც კი, როდესაც თბილისში ინტენსიურად წვიმდა, სამუშაოები არ შეჩერებულა. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო კონტრაქტორი კომპანიების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ სამუშაოებს და კარგად აცნობიერებენ, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მუშაობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის მოსახლეობასაც, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან გულშემატკივრობს პროექტის განხორციელებას.
1787297485
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფ...
1787295958
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ქვეყანაში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკის გავრცელების მცდელობა აღკვეთეს, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ...
1787295900
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირიდააკავეს. ი...
1787294160
ახალი ამბებიგაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის...
1787293215
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს, აღმო...































