გიორგი ჯინჭარაძე - ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეული“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა.

მაყურებლის წინაშე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა წარდგნენ.

მუსიკალური საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკის ნაწარმოებები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მიმართეს, რომელთაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე და აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ეს ღონისძიება „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში იმართება და არის ჩვენი იდენტობის ზეიმი, ჩვენი ენის, ტრადიციებისა და იმ სულიერი ერთობის განმტკიცება, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველას, რომ აფხაზეთი ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და, რაც მთავარია, ის ჩვენი გარდაუვალი მომავალია.

ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს. ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების გენიალური ნაწარმოებები, რომლებსაც დღეს მოვისმენთ, არის ერთგვარი სამშვიდობო გზავნილი, რომელსაც ენგურის გაღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვუგზავნით“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

„აფხაზეთობის კვირეული“ 18 მაისს დაიწყო და 23 მაისს, „აფხაზეთის დღეს“ რუსთაველის ეროვნულ თეატრში გალა-კონცერტით დასრულდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779367918

ახალი ამბები

პატრიარქი: გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა

„უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს“, - ამის შესახებ უწმინდესმა და უ...

პატრიარქი

1779367019

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პრ...

პროკურატურა

1779365552

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილი საოჯახო კალათის პროგრამაზე: მომხმარებელი უფრო ინფორმირებული იქნება საუკეთესო ფასებზე, სექტორში იქნება გამჭვირვალობა

„საოჯახო კალათის პროგრამისთვის“ ერთიანი ელექტრონული პლატფორმა იქმნება. ახალი ციფრული სივრცე მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გააცნ...

შოთა ბერეკაშვილი

1779364473

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: 26 მაისი იქნება ძალიან მტკივნეული და მწარე მარცხი მთლიანად რადიკალური ჯგუფებისა და პროცესებისთვის

რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, მით უფრო გაიზრდება დაპირისპირება რადიკალურ ჯგუფებში, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ მზაკვრულმა გეგმებმა მორიგ ჯერზე სრული კრახი განიცადა და ახლა სწორედ ამის ლუსტრ...

რატი იონათამიშვილი

1779362755

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. ინ...

აგროქიმიკატები