მართვის მოწმობის აღება მარტივდება - ცვლილებები პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილში
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი მარტივდება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა.
შს მინისტრის ბრძანებით, არსებულ წესში შემდეგი ცვლილებები შედის: 👇
🔹B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 3 შეცდომის ნაცვლად, 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება
კერძოდ, B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისთვის განსაზღვრული 30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს, სულ მცირე, 25 ქულა. აქამდე მოქმედი რედაქციით, მძღოლობის კანდიდატი ვალდებული იყო, 30 საგამოცდო ტესტიდან, სულ მცირე, 27 ქულა დაეგროვებინა
🔹ამასთან, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება
🔹ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს
🔹ცვლილების მიხედვით, გარკვეული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატს გამომცდელის მიერ მიეცემა შეცდომის აღმოფხვრის შესაძლებლობა. აღნიშნული მიზნით, გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატს მიეცემა შესაბამისი მითითება (მაგ.: „გთხოვთ, კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“). ამასთან, გამომცდელი უფლებამოსილია, გააჩეროს საგამოცდო ავტომობილი ან მძღოლობის კანდიდატს მისცეს საგამოცდო ავტომობილის გაჩერების მითითება
კიდევ ერთი ცვლილება ეხება გამოცდის მეორე ეტაპისთვის დასაჯავშნ ადგილებს.
🔹პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში დასაჯავშნი ადგილების მძღოლობის კანდიდატებს შორის შესაძლო თანაბარი გადანაწილების პირობების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილი იქნება, შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია/ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლობის კანდიდატთა ბაზის ანალიზს და აღნიშნული მიზნის შესაბამისი, სააგენტოს მიერ შემუშავებული პრიორიტეტების (მაგ.: პირველადი გასვლა, ნაკლები გასვლა, რიგში დაჯავშნის მოლოდინის დიდი პერიოდი და ა.შ.) საფუძველზე რიგში ადგილების დაჯავშნის სისტემის მართვას,


1779367918
ახალი ამბებიპატრიარქი: გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა
„უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს“, - ამის შესახებ უწმინდესმა და უ...
1779367019
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პრ...
1779365552
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი საოჯახო კალათის პროგრამაზე: მომხმარებელი უფრო ინფორმირებული იქნება საუკეთესო ფასებზე, სექტორში იქნება გამჭვირვალობა
„საოჯახო კალათის პროგრამისთვის“ ერთიანი ელექტრონული პლატფორმა იქმნება. ახალი ციფრული სივრცე მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გააცნ...
1779364473
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: 26 მაისი იქნება ძალიან მტკივნეული და მწარე მარცხი მთლიანად რადიკალური ჯგუფებისა და პროცესებისთვის
რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, მით უფრო გაიზრდება დაპირისპირება რადიკალურ ჯგუფებში, ვინაიდან მათ ძალიან კარგად იციან, რომ მზაკვრულმა გეგმებმა მორიგ ჯერზე სრული კრახი განიცადა და ახლა სწორედ ამის ლუსტრ...
1779362755
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. ინ...






























