შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო ვეტერანებო, საქართველოს წინაშე თქვენი ვალი ღირსეულად მოიხადეთ, მადლობა სამსახურისთვის, სიმტკიცისთვის და მაგალითისთვის, რომელსაც მომავალ თაობას უტოვებთ
„დღეს საქართველო პატივს მოგაგებთ თქვენ - ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში პირადზე მაღლა სამშობლოს სამსახური დააყენეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდა თაობამ ვეტერანებისგან უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო თავისთავად არ არსებობს. მას ქმნიან და იცავენ ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს არჩევანს აკეთებენ არა საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ.
„როდესაც თქვენზე, ვეტერანებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, პირველ რიგში ბრძოლას, თავდადებასა და სამხედრო სამსახურს ვიხსენებთ, თუმცა თქვენი ღვაწლი ბრძოლის დასრულებასთან ერთად არ დასრულებულა. თქვენთან ერთად რჩება გამოცდილება, თანამებრძოლების ხსოვნა, მეგობრობისა და ერთგულების განსაკუთრებული განცდა და პასუხისმგებლობა, რომელსაც სამშობლოს სამსახური აყალიბებს.
თქვენი თაობების მხრებზე გადაიარა საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესმა პერიოდებმა. თქვენ იბრძოდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. ბევრი თქვენი თანამებრძოლი დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის. მათი სახელებისა და ღვაწლის გახსენება ჩვენი საერთო მოვალეობაა, რადგან ხსოვნა მხოლოდ წარსულის პატივისცემა არ არის.
ხსოვნა პასუხისმგებლობაცაა - გავუფრთხილდეთ იმას, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ და რისთვისაც სიცოცხლე გაიღეს. ბრძოლა როდესაც სრულდება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე არ სრულდება. სახელმწიფომ უნდა დააფასოს თქვენი გამოცდილება, იზრუნოს თქვენს საჭიროებებსა და ოჯახებზე და უზრუნველყოს, რომ არც ერთი თქვენგანი არ დარჩეს განცდით, თითქოს სამშობლოს წინაშე მოხდილი ვალი სახელმწიფომ დაივიწყა.
თქვენ კიდევ ერთი განსაკუთრებული მისია გაქვთ. მომავალ თაობებს შეგიძლიათ გადასცეთ ის, რასაც ვერც ერთი სახელმძღვანელო სრულად ვერ ასწავლის. შეგიძლიათ უამბოთ ახალგაზრდებს, რას ნიშნავს თანამებრძოლის გვერდით დგომა, რთულ წუთებში საკუთარი შიშის დაძლევა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და საკუთარ თავზე უფრო დიდი საქმის მსახურება. ახალგაზრდა თაობამ თქვენგან უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო თავისთავად არ არსებობს. მას ქმნიან და იცავენ ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს არჩევანს აკეთებენ არა საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ.
თქვენი გამოცდილება ამიტომ არ უნდა დარჩეს მხოლოდ პირად მოგონებად. იგი ჩვენი ეროვნული გამოცდილების ნაწილია. უნდა გადაიქცეს ცოდნად, მეხსიერებად და მაგალითად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მომავალში მოუწევთ საქართველოსთვის პასუხისმგებლობის აღება. თქვენ ომი საკუთარი თვალით გაქვთ ნანახი და ამიტომ ალბათ ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ნამდვილი ფასი. სწორედ ამიტომ თქვენი ხმა მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც ქვეყანას მშვიდობის დაცვა, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა უწევს.
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო კვლავ მძიმე გამოწვევებითაა სავსე, თქვენი გამოცდილება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რამდენად ძნელად მოსაპოვებელია მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი სახელმწიფო.
ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ საქართველოს წინაშე თქვენი ვალი ღირსეულად მოიხადეთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს სამსახურისთვის, სიმტკიცისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც თქვენს შვილებს, შვილიშვილებსა და მთლიანად მომავალ თაობას უტოვებთ. მადლობა თქვენს ოჯახებს, რომლებმაც თქვენთან ერთად გაიარეს სამხედრო სამსახურისა და ბრძოლის სიმძიმე და ხშირად თავადაც დიდი ფასი გადაიხადეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, ღირსეულ ცხოვრებას და, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობას, რომლის ფასიც თქვენ ყველაზე კარგად იცით. გილოცავთ ვეტერანის დღეს. ღმერთი გფარავდეთ თქვენ! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1792218864
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა - რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია
რუსული საწვავისადმი ევროპის ქვეყნების ინტერესი ახსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტი წერს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსული საწვავის დ...
1792218719
ახალი ამბებიდღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
17 ოქტომბერს 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ უმრავლესობის სხდომას „ქართ...
1792217422
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში
17 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1792182920
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ დარტყმებს
„მოწინააღმდეგის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ლოგისტიკური ცენტრების წინააღმდეგ მასიური და ჯგუფური დარტყმები უნდა გაგრძელდეს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებ...
1792179691
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება. 29-ე სეზონის...































