პრემიერი: ვეტერანის დღეს გილოცავთ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, რომლებიც საქართველოში თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის
ვეტერანის დღეს გილოცავთ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, რომლებიც საქართველოში თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვეტერანების გმირობის მაგალითებით მკვიდრდება ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთება.
„დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს.
გასული წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა იმ ადამიანების დასაფასებლად, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ:არსებითი ცვლილებები განხორციელდა ფინანსური უზრუნველყოფის მიმართულებით. ბრძოლის ველზე დაღუპულთა ოჯახების ყოველთვიური კომპენსაცია უწყვეტად იზრდება: 500 ლარიდან დაწყებული მხარდაჭერა 2026 წლიდან 1280 ლარს უტოლდება.
საპენსიო ასაკთან მიბმული შეზღუდვის გაუქმებით, ფინანსური თანადგომა დამატებით 30,000-მა ვეტერანმა მიიღო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა სოციალური პაკეტი დაახლოებით 150 პროცენტით გაიზარდა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიამ კი 22-დან 100 ლარამდე მოიმატა; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ყოველთვიურ და სადღესასწაულო ფულად დახმარებას იღებენ.
ომის შემდეგ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახებს 800-ლარიანი დახმარება დაუწესდათ;სოციალურ თანადგომასთან ერთად, უმთავრესი პრიორიტეტია ჯანმრთელობის დაცვაც.
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება 15,000-ლარიანი ზღვრის ფარგლებში სრულად ფინანსდება. 2016 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს.
შენობა გარემონტდა, აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ ემსახურება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1792182920
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ დარტყმებს
„მოწინააღმდეგის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ლოგისტიკური ცენტრების წინააღმდეგ მასიური და ჯგუფური დარტყმები უნდა გაგრძელდეს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებ...
1792179691
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება. 29-ე სეზონის...
1792175614
ახალი ამბებიპუტინი: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება
„რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც უკრაინასთან სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. როგო...
1792171703
ახალი ამბებიგიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება - პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც
19 ოქტომბრიდან, დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ახალი პროგრამის შესახებ ოკუპირებული...
1792169866
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი - „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის
„მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს - „ასკანელი რეზორტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო კომპლექსის -...































