ირაკლი ჩიქოვანი: ვეტერანის დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და სამშობლოსათვის თავდადებითა და ერთგულებით იბრძოლეს ჩვენი ქვეყნისათვის
17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დასრულდა სულ ცოტა ხნის წინ სასტუმრო „პარაგრაფ“ თბილისში. ადგილზე ვეტერანებთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობასა და ქვეყნის ისტორიაში ვეტერანების მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ჩიქოვანის თქმით, თითოეული ვეტერანი არის განსაკუთრებული დამსახურების ადამიანი, რომელიც მისი გამოცდილებით მომავალს აძლიერებს.
„სახელმწიფო და მთლიანად ჩვენი საზოგადოება უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის დაცვას საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნეს.
ვეტერანის დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და სამშობლოსათვის თავდადებითა და ერთგულებით იბრძოლეს ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენი თაობების ისტორია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
თქვენ ღირსეულად იდექით იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში, სამშვიდობო მისიებში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უმძიმეს მომენტებში. თქვენმა გამოცდილებამ და თავდადებამ საფუძველი შეუქმნა დღევანდელ თავდაცვის ძალებს.
სწორედ ამიტომ, ჩემთვის თითოეული ვეტერანი არის განსაკუთრებული დამსახურების ადამიანი, რომელიც მისი გამოცდილებით მომავალს აძლიერებს და ქმნის სამხედრო ფიცის თანამებრძოლისა და სამშობლოს ერთგულების ცოცხალ მაგალითს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანი.
1792218864
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა - რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია
რუსული საწვავისადმი ევროპის ქვეყნების ინტერესი ახსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტი წერს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსული საწვავის დ...
1792218719
ახალი ამბებიდღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
17 ოქტომბერს 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ უმრავლესობის სხდომას „ქართ...
1792217422
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში
17 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +23 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1792182920
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ დარტყმებს
„მოწინააღმდეგის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ლოგისტიკური ცენტრების წინააღმდეგ მასიური და ჯგუფური დარტყმები უნდა გაგრძელდეს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებ...
1792179691
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „საჩუქარი“ გაიხსნა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილეს ეძღვნება. 29-ე სეზონის...































