გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში
ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის საელჩოს მიერ საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
ვოლსკის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დაპირისპირების წასახალისებლად.
„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ წახალისდეს დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც მათთვის სასარგებლო მარიონეტული ხელისუფლების მოყვანაზეა ორიენტირებული. ამას კიდევ თავისი განსაკუთრებული მიზანი აქვს, საქართველო საზარბაზნე ხორცად უნდა იქცეს. ევროკავშირის წარმომადგენლობა დღეს მოქმედებს როგორც კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მქონე გაერთიანება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ევროკავშირის საელჩო საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან.
1768382159
ახალი ამბებიევროკავშირის საელჩო საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან
ევროკავშირის საელჩო საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან. როგორც საელჩო წერს, დღეს „სიძლიერეს, გამძლ...
1768381490
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ...
1768380568
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ
„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გლობალურ...
1768378635
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 27 წლის წინ, პატრიარქმა მიმართა პარლამენტს და მოუწოდა სახელმწიფო დროშად იმ გამოსახულების დაბრუნება, რომლის ქვეშაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ქართველი ხალხი, გილოცავთ ქართული დროშის დღეს!
დღეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეა!, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველ...
1768377366
ახალი ამბებისახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს შენობიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. როგორც სახელდებისა და სიმბოლ...































