18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 15-16 იანვარს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -15, დღისით -5, -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, -8, დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -7, დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12, -14, დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -18, -20, დღისით -6, -8 გრადუსი დაფიქსირდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768381490

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1768380568

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ

„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გლობალურ...

მაკა ბოჭორიშვილი:

1768378635

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 27 წლის წინ, პატრიარქმა მიმართა პარლამენტს და მოუწოდა სახელმწიფო დროშად იმ გამოსახულების დაბრუნება, რომლის ქვეშაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ქართველი ხალხი, გილოცავთ ქართული დროშის დღეს!

დღეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეა!, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველ...

შალვა პაპუაშვილი

1768377366

ახალი ამბები

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს შენობიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. როგორც სახელდებისა და სიმბოლ...

თბილისის საკრებულო

1768376649

ახალი ამბები

კახა კალაძემ სამტრედიაში სოციალურად დაუცველ და უსახლკარო ოჯახებს სახლები აჩუქა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა. თბილისის მერიის ცნობ...

კახა კალაძე