ნინო წილოსანი Politico-ს სტატიაზე, რომ ევროკავშირს პუტინთან მომლაპარაკებლის დანიშვნა სურს: ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება ან შესაძლოა სურთ არ ჩამორჩნენ და გამორჩნენ პროცესებს

ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ან შესაძლოა მათ სურთ, რომ არ ჩამორჩნენ და არ გამორჩნენ პროცესებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „პოლიტიკოს“ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის როლის შექმნას განიხილავს.

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ უშლიდა ევროკავშირი ხელს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.

ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის შეცვლილი პოზიცია შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული.

„გავიხსენოთ, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, როგორ ეწინააღმდეგებოდა და რადიკალიზაციას უკეთებდა ევროკავშირის რუსეთთან მოლაპარაკებებს. უფრო მეტიც, სტამბოლის მოლაპარაკებები ომის დასრულებასთან დაკავშირებით სწორედ ევროკავშირი-ბრიტანეთის წარმომადგენლების ჩარევების შედეგად ჩაიშალა. თუმცა მას შემდეგ, რაც ტრამპი აქტიურ კონტაქტზეა და კომუნიკაციაზეა პუტინთან, რა თქმა უნდა რიგი ევროპელი ლიდერებისგან გვესმის მოწოდება, რომ ისინი მზად არიან და აქვთ სურვილი რუსეთთან მოლაპარაკებებისა. ახლანდელი განცხადება კი, რომ ევროკავშირის მუშაობს რუსეთთან მოლაპარაკებების თემაზე, არ ვიცი რამდენად შესაძლოა პოზიტიური ფაქტი იყოს. ეს ან შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება და ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ან შესაძლოა მათ სურთ, რომ არ ჩამორჩნენ და არ გამორჩნენ პროცესებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის როლის შექმნას განიხილავს. „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპული მთავრობები, მათ შორის საფრანგეთი და იტალია, ბრიუსელს მოუწოდებენ, დანიშნოს მოსკოვთან ისეთი მომლაპარაკებელი, რომელიც უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათ ინტერესებს დაიცავს.

„პოლიტიკო“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ ერთობლივი ძალისხმევა გააძლიერეს, რათა რუსეთის პრეზიდენტთან და მის შიდა გარემოცვასთან დიპლომატიური არხები გახსნან.

პუტინთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის მომხრეები განმარტავენ, რომ ევროპა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თავისი წითელი ხაზების შენარჩუნებას, თუკი ევროკავშირს მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი ადგილი ექნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768386685

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში

ევროკავშირის საელჩოს არ უმოქმედია საკუთარი ინიციატივით, ეს არის ინსტრუქცია, ვინაიდან დახარჯულია ძალიან დიდი, კოლოსალური თანხები საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...

გიორგი ვოლსკი

1768386272

ახალი ამბები

18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექია...

ამინდია

1768384670

ახალი ამბები

ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.   საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორი...

მოძრაობა - გზა, თოვლი

1768383110

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გადახედონ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და მიხვდებიან, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტებით. „ამ კრიტიკის უკან დგას ის არაფორმალური ოლიგარქიული...

ლევან მაჭავარიანი

1768382159

ახალი ამბები

ევროკავშირის საელჩო საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან

ევროკავშირის საელჩო საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან. როგორც საელჩო წერს, დღეს „სიძლიერეს, გამძლ...

საქართველოს დროშა