არჩილ გორდულაძე: ევროპული ბიუროკრატია იქამდე მივიდა, რომ თურმე გმირობა არის, რომ სამართალდამცავ ორგანოს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლო და ამ ყველაფერში ღიად, საჯაროდ ფული გადაიხადო, შემდეგ სახელმწიფოს დააბრალო
სამწუხაროდ, ვხედავთ რომ არარჩეული ბიუროკრატიის მიმართება საქართველოს მიმართ არ იცვლება. ისევ და ისევ ტყუილი და ისევ და ისევ გაშავების მცდელობა, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „დღის ქრონიკაში“ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის მესამე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებებს.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მიზანია, ზეწოლა მოხდეს ქართველი ხალხის არჩევანზე.
„არსებობს ბიუროკრატია და ამ ბიუროკრატიის წარმომადგენლები ევროკავშირის მხრიდან, რომელთა მიზანიც ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია 2022 წლის თებერვალში. უკრაინაში დაწყებული მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებულად გამძაფრებულები და აგრესიულები არიან არა მხოლოდ ჩვენი გუნდის მიმართ, არამედ არჩევანის გამკეთებელი ხალხის მიმართ.
ევროპული ბიუროკრატია იქამდე მივიდა, რომ თურმე გმირობა არის სამართალდამცავ ორგანოს ესროლო „მოლოტოვის კოქტეილი“, სცადო ცოცხლად დაწვა და ამ ყველაფერში ღიად, საჯაროდ ფული გადაიხადო და შემდეგ სახელმწიფოს დააბრალო, რომ ამაზე პასუხის მოთხოვნა თურმე არის დემოკრატიული უკუსვლა“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1788958984
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყება ბათუმი-სარფის პროექტის განხორციელება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია
„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია, საუბარია ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. პრო...
1788958897
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველაზე კარგად ქართველები არიან ინფორმირებული, რომ საქართველოში არ ხდება ადამიანების ჩაგვრა, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, როცა ადამიანის უფლება ყველანაირად იყო შელახული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებების ირგვლივ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე ვერ საუბრობენ. მაჭავარიან...
1788958191
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინა...
1788957505
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებ...
1788957470
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოს ატარებს....


























