არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატების მხრიდან, რომელიც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, იმ ნაბიჯების გადადგმა ხდება, რომელიც ისევ და ისევ აზიანებს საკუთარ მოსახლეობასაც კი

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბიუროკრატების მხრიდან, რომელიც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებულები, იმ ნაბიჯების გადადგმა ხდება, რომელიც ისევ და ისევ აზიანებს საკუთარ მოსახლეობასაც კი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევრო ბიუროკრატებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამიტომაც არის, რომ მაგალითად გერმანიაში ძლიერდებიან ის ძალები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ წარმატებასაც მიაღწიეს.

„ამიტომაც არის, რომ მაგალითად გერმანიაში ძლიერდებიან ის ძალები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ წარმატებასაც მიაღწიეს. რომლებიც ამბობენ, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ხალხის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. ვხედავთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აზიანებს მათ ეკონომიკურ სურვილებს და ინტერესებსაც.

ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ჩვენი „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“ არ იყოს არ არიან არც თანმიმდევრულები, არც დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებში და ყოველთვის ცდილობენ, რომ რაც არის კონკრეტულ მოცემულობაში კონკრეტული მიზანი, იმ კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე იმსჯელონ და საერთოდ არ აინტერესებთ თავიანთი საზოგადოება. ამიტომაც არის, რომ სკეპტიციზმი ევრო სტრუქტურების მიმართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იზრდება.

ისლანდიის მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც წევრობაზე კი არა მოლაპარაკებების განახლებაზეც კი უარი თქვა მოსახლეობამ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788959365

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6114 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1788958984

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყება ბათუმი-სარფის პროექტის განხორციელება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია, საუბარია ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. პრო...

ლაშა ხუციშვილი

1788958897

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ყველაზე კარგად ქართველები არიან ინფორმირებული, რომ საქართველოში არ ხდება ადამიანების ჩაგვრა, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, როცა ადამიანის უფლება ყველანაირად იყო შელახული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებების ირგვლივ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე ვერ საუბრობენ. მაჭავარიან...

ლევან მაჭავარიანი

1788958191

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინა...

პროკურატურა

1788957505

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური