გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება - თითქოს, აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ - არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
„გიორგი ბარამიძე და მისნაირი „ნაცგობლინები“ პირდაპირ ასრულებენ ოკუპანტი კრემლის დაკვეთას. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქართველოს, მისი თავდაცვის ძალებისა და მებრძოლების დისკრედიტაცია, რაც მხოლოდ მტრის პროპაგანდას აძლევს ხელს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, 2022 წლის 16 დეკემბერს ჰააგის პროკურორმა გამოძიება ისე დაასრულა, რომ ქართველი სამხედროების მხრიდან ომის დანაშაული არ დადასტურდა.
მისივე თქმით, ყველაფრის მკადრებელ „ნაცმანქურთებს“ მიეცათ ინსტრუქცია, ოკუპანტი რუსეთის ბრალეულობა როგორმე გადაფარონ და ქართველებისვე ნათქვამით ეცადონ ჩვენი გმირი მეომრების შებღალვას.
„ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის, ანტიქართული განცხადება - თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ - არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე. გიორგი ბარამიძე და მისნაირი „ნაცგობლინები“ პირდაპირ ასრულებენ ოკუპანტი კრემლის დაკვეთას. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქართველოს, მისი თავდაცვის ძალებისა და მებრძოლების დისკრედიტაცია, რაც მხოლოდ მტრის პროპაგანდას აძლევს ხელს. 2022 წლის 16 დეკემბერს ჰააგის პროკურორმა გამოძიება ისე დაასრულა, რომ ქართველი სამხედროების მხრიდან ომის დანაშაული არ დადასტურდა. რუსეთის მცდელობა, ომის დანაშაულები საქართველოსთვის გადაებრალებინა, ჩავარდა. როგორც ჩანს, ყველაფრის მკადრებელ „ნაცმანქურთებს“ მიეცათ ინსტრუქცია, ოკუპანტი რუსეთის ბრალეულობა როგორმე გადაფარონ და ქართველებისვე ნათქვამით ეცადონ ჩვენი გმირი მეომრების შებღალვას. არ გამოვა! და რატომ არის დღემდე ეს ნაძირალა გიორგი ბარამიძე გარეთ?! თუნდაც ეგზეკუცია სვანეთში არავის დავიწყებია“, - წერს აბაშიძე.
1785924951
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები გვახსენებს, როდესაც საქართველოში სისხლის ღვრა იყო, სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა
„პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, ფორმალურად თავიანთ ქვეყანაში, ფორმალურად - იმიტომ, რომ აგენტს სამშობლო არ გააჩნია - როდესაც სისხლის ღვრა იყო, სრულიად 100%-...
1785922119
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი – როცა ვამბობდით, რომ სტრატეგიული ობიექტების გადაცემა არ შეიძლება არც რუსეთისთვის და არც სხვისთვის, „ნაცმოძრაობა“ აცხადებდა, ფულს სუნი არ ასდისო, დღეს მსოფლიოში ვითარება შეიცვალა
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსა...
1785921044
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს სოციალურ ქსელში მიმართავს. საქმე ეხება მერაბ მეტრეველის ფეისბუკ სტატუსს, სადაც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ქარდს გამოე...
1785919250
ახალი ამბებიერთი დაღუპული, ორი დაშავებული - ქუთაისში ავარია მსხვერპლით დასრულდა
ქუთაისის ავტობანზე ავარია მოხდა - ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გ...
1785918782
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია, ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესის განვითარებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი...































