გიორგი ზურაბაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი

საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო არის ბაზრების, ხალხებისა და იდეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხიდი. ამავდროულად, როცა მრავალი ტრადიციული გზა მზარდი გაურკვევლობის წინაშე დგას, შუა დერეფანი არის კრიტიკული გზა გლობალური ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისთვის. ენერგეტიკული მილსადენები, რკინიგზა, გზატკეცილები, პორტები და შავ ზღვასთან კავშირი საქართველოს ხდის შეუცვლელ ჯაჭვად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საერთაშორისო კონსორციუმები ნედლ ნავთობსა და გაზს მილსადენებით აწვდიან დასავლეთს, ამარაგებენ საჭირო ენერგეტიკული რესურსებით.

ჩვენი ინფრასტრუქტურა ემსახურება არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებას, არამედ ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას ტრანსპორტს, რეგიონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. მსურს გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. მჯერა, რომ ეს გზავნილი პერსონალურად უნდა მოგაწოდოთ თქვენ - ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც იზიარებენ საერთო მიზნებს.

საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა ზურაბაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780563777

ახალი ამბები

კახა კალაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების შეცდომად აღიარებაზე: ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ცალკეული ოპოზიციური ჯგუფები ვერ გადმოსცემენ საკუთარ მოსაზრებებს და ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების ან პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ...

კახა კალაძე

1780562570

ახალი ამბები

პრემიერი: თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედი ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ კორუფციულ გადაცდომას, რეაგირება მყისიერი იქნება

ჩვენ იმდენად გავასუფთავეთ, გავწმინდეთ სისტემა, მათ შორის გავაუმჯობესეთ პროცედურები, რომ ვერავის მოაქვს ერთი ფაქტიც კი, რომელიც უკავშირდება კორუფციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე

1780560779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან

საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან, - ამის შესახებ პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1780560284

ახალი ამბები

პრემიერი: საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, მთავარია, დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში

იყო საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობ...

ირაკლი კობახიძე

1780559631

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნებთან

დღევანდელი ფორუმი იმართება რთულ საერთაშორისო გარემოში. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა. იზრდება გეოპოლიტიკური კონკურენცია, მძაფრდება კონფლიქტები, ეკონომიკური და ენერგ...

შალვა პაპუაშვილი