იუსტიციის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქეთის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების, აგრეთვე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობა განიხილა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალი მიმართულებების განვითარება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას.

პაატა სალიამ გამოხატა მზაობა, გამართოს შეხვედრა თურქ კოლეგასთან დარგობრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებებისა და მექანიზმების შემუშავების მიზნით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქეთის დელეგაცია გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780563777

ახალი ამბები

კახა კალაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების შეცდომად აღიარებაზე: ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ცალკეული ოპოზიციური ჯგუფები ვერ გადმოსცემენ საკუთარ მოსაზრებებს და ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების ან პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ...

კახა კალაძე

1780562570

ახალი ამბები

პრემიერი: თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედი ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ კორუფციულ გადაცდომას, რეაგირება მყისიერი იქნება

ჩვენ იმდენად გავასუფთავეთ, გავწმინდეთ სისტემა, მათ შორის გავაუმჯობესეთ პროცედურები, რომ ვერავის მოაქვს ერთი ფაქტიც კი, რომელიც უკავშირდება კორუფციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე

1780560779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან

საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან, - ამის შესახებ პრემიე...

ირაკლი კობახიძე

1780560284

ახალი ამბები

პრემიერი: საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, მთავარია, დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში

იყო საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობ...

ირაკლი კობახიძე

1780559631

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნებთან

დღევანდელი ფორუმი იმართება რთულ საერთაშორისო გარემოში. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა. იზრდება გეოპოლიტიკური კონკურენცია, მძაფრდება კონფლიქტები, ეკონომიკური და ენერგ...

შალვა პაპუაშვილი