თამარ ტალიაშვილი: ჩემთვის პატივია ვიზეიმო ჩვენი ერების ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი

ჩემთვის პატივია ვიზეიმო ჩვენი ერების ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ტალიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ძალიან აფასებს.

„ქალბატონებო და ბატონებო, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო, საღამო მშვიდობისა. ჩემთვის დიდი პატივია და სასიხარულოა ამ საღამოს თქვენი მასპინძლობა. საქართველოში ძველი გამონათქვამი გვაქვს: „სტუმარი ღვთისაა“. ზუსტად ასე ვგრძნობ თავს ამ საღამოს. ჩემთვის პატივია ვიზეიმო ჩვენი ერების ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი.

ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ძალიან აფასებენ. ისინი იქ გაჟღერებულ მესიჯებს ცალსახად იზიარებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე წელი გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა გავაძლიეროთ, ჩვენი დიდებული ერების უსაფრთხოების, კეთილდღეობის და საერთო სულისკვეთების განვითარებისთვის.

არსებობს რაღაც სიმბოლური, სულიერი იმაში, რომ ეს წელი არის ისტორიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ორი ქვეყნისთვის. შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს აღნიშვნას, მაშინ როცა საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ზეიმობს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრმა მისი უწმინდესობის პატრიარქ ილია მეორის დიდი მემკვიდრეობა აღნიშნა და შეგვახსენა მისი უკვდავი გზავნილი: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, - აღნიშნა ტალიაშვილმა.

თამარ ტალიაშვილის თქმითვე, ეს ხედვა ემთხვევა დიდი ფასეულობების მატარებელ ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეს.

„პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სწორად შენიშნა, რომ თავისუფლება ვითარდება იქ, სადაც რელიგია ცოცხალია, ხოლო ღვთის კანონები აღიარებულია. სხვა სიტყვებით, იდენტური სულისკვეთებით ორივე ქვეყანა ამას ერთნაირად აღიქვამს - თავისუფლება მორალური საყრდენის გარეშე ვერ გადარჩება, ხოლო ძლიერი საზოგადოება დგას ღირსებასა და წყალობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, მსურს გაგიზიაროთ ჩემი პერსონალური შეხედულებები რომელიც ელჩად მუშაობის დროს ჩამომიყალიბდა. ორი ქვეყანას დინამიკურობა ახასიათებს, განსაკუთრებული ძალა გადალახოს გამოწვევები, არასდროს დანებდეს რთულ დროს და მუდამ ძლიერი გამოვიდეს გამოწვევებიდან.

სიმტკიცეზე საუბრისას არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენს შორის მყოფი გმირები, ისინი, რომელთა ყოფნა ამ ოთახში გვახსენებს მშვიდობის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ნამდვილ ფასს. შეერთებული შტატები და საქართველო იზიარებენ ღრმა ტრადიციას იდგნენ მხარდამხარ ამ კუთხით. მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენია. ამ სულისკვეთებით ჩვენ მივუძღვენით მათ გამოფენა, რათა ვაჩვენოთ ქართველების ყოფა და მიღწევები შეერთებულ შტატებში, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ამ შესანიშნავი ქვეყნის მშენებლობაში.

მათი ისტორიები გვახსენებს, რომ ქართულ-ამერიკული კავშირი არის არა მხოლოდ დიპლომატიური და სტრატეგიული, არამედ მას აქვს ღრმა ცივილიზაციური პრინციპები. ამის გათვალისწინებით, მოდით გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ჩვენი ორი ერის და ზოგადად კაცობრიობის მშვიდობის, კეთილდღეობისა და ნათელი მომავლისთვის“, - განაცხადა ტალიაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781359489

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს

 ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...

თორნიკე ჭეიშვილი

1781356869

სპორტი

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

 აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

1781354620

მსოფლიო

ირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ

 ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობ...

აიათოლა ალი ხამენეი

1781353075

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია

 გუშინ მოდელირებული ქრონიკის შემოქმედებმა წარსულის მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, უკვე დასჯილი პოლიციელები კი საზოგადოებას დაუმალეს. წინასწარ მომზადებული ნაც-ბაბლი ააქოთქოთეს და, როგორც...

დიმიტრი სამხარაძე

1781353000

საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა

 ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო...

გიორგი ზერეკიძე